♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 7 » 8 მარტი
7:18 PM
8 მარტი

 
ქალთა საერთაშორისო დღე. 8 მარტს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ამ დღეს აღნიშნავს ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ზოგიერთ ქვეყანაში კი (მათ შორის საქართველოში დედათა დღეს 3 მარტთან ერთად), ეროვნულ დღესასწაულადაა გამოცხადებული. ქალთა საერთაშორისო დღის დაწესების იდეა პირველად მეოცე საუკუნის დამდეგს გაჩნდა. 1909 წელს, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის საფუძველზე ამერიკის შტატებში პირველი ქალთა ეროვნული დღე 28 თებერვალს აღინიშნა. 1913 წლამდე ამერიკაში ქალთა დღეს თებერვლის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავდნენ. 1910 წელს სოციალისტური ინტერნაციონალის შეხვედრაზე კოპენჰაგენში ქალთა დღის დაარსება ქალთა მოძრაობის ღვაწლის დასაფასებლად და ასევე იმის საჩვენებლად, ქალებისათვის არჩევნებში მონაწილების უფლების მინიჭბის მოთხოვნისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად. კონფერენციის 100-მა მონაწილე ქალმა 17 ქვეყნიდან (რომელთა შორისაც იყო პირველი სამი ქალი, რომელიც ფინეთის პარლამენტში აირჩიეს) ერთხმად მიიღო ეს შემოთავაზება, თუმცაღა კონკრეტული თარიღი არ დაუდგენიათ. ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად 1911 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ავსტრია, დანია, გერმანიასა და შვეიცარიაში 19 მარტს აღინიშნა. ამ ქვეყნებში მილიონზე მეტმა ქალმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობებში, რომელთა მოთხოვნები ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე მათი რაოდენობის გაზრდის გარდა, ქალებისთვის მუშაობის უფლების, პროფესიულ წვრთნის საშუალებისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას შეადგენდა. 1913-1914 წლებში რუსმა ქალებმა აღნიშნეს თავიანთი პირველი ქალთა საერთაშორისო დღე 1913 წლის თებერვლის უკანასკნლე კვირა დღეს. რუსეთში ქალთა დღის აღნიშვნა პირველი მსოფლიო ომის საფრთხის აცილებისათვის მებრძოლი სამშვიდობო მოძრაობის ღონისძიებათა ფარგლებში მოხდა. მომავალ წელს ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში ქალებმა 8 მარტს გამართეს მსვლელობა ომის წინააღმდეგ.1917 წელს, მაშინ, როდესაც რუსეთის დროში ქვეშ მებრძოლი 2 მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის ბრძოლებში, რუსეთის იმპერიის ქალებმა ისევ თებერვლის ბოლო კვირა დღე აირჩიეს გაფიცვისათვის „პური და მშვიდობა". პოლიტიკური ლიდერები ეწინააღმდეგებოდნენ ამ გაფიცვას, მაგრამ ქალებმა თავისი არ დაიშალეს. გაფიცვიდან ოთხი დღის შემდეგ მეფე ჩამოაგდეს და დროებითმა მთავრობამ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. ეს ისტორიული კვირა დღე, როდესაც გაფიცვა გაიმართა დაემთხვა 23 თებერვალს იულიანური კალენდრით (რომელიც იმ ჟამად გამოიყენებოდა რუსეთში), ხოლო გრიგორიანული კალენდრით ეს იყო 8 მარტი.ამ მოვლენათა შემდეგ ქალთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით დამკვიდრდა.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1433 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:45 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024