♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 15 » 30 წელი 30 მესიჯი...
8:33 PM
30 წელი 30 მესიჯი...


წვიმდა. ცივი საღამო იყო, მაგრამ ბიჭი არ იმჩნევდა და მიაბიჯებდა. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან უნდოდა დაბადების დღეზე მისვლა. როგორც იქნა, მიაღწია იმ სახლამდე. გაიხსენა სართული და ჩაბნელებულ კიბეებს აუყვა. ზუსტად იცოდა, იქ რა სიტუაცია და რა ხალხი დახვდებოდა _ ბევრი უცნობი ბიჭი და უამრავი ნაცნობი გოგო. ისიც იცოდა, რომ აუცილებლად იჩხუბებდა.... მოკლედ, ბიჭმა თითქმის ყველაფერი იცოდა იმ საღამოსი. მიადგა ნაცნობ კარს და ზარი დარეკა. შიგნიდან მუსიკის ხმაური გამოდიოდა. კარი გოგომ გააღო, სწორედ იმან, ბიჭს რომ მოსწონდა:
_ გიო, მოხვედი? სად იყავი ამდენ ხანს? _ ღიმილით ჰკითხა გოგომ და გადაკოცნა.
_ რა ვიცი, ნიინ, მეგობრებთან ვიყავი და... გილოცავ დაბდღეს! _ ეს თქვა და თან სიმწრით ნაშოვნი ფულით ნაყიდი ძვირიანი სუნამო მიაწოდა.
_ ტჰნხ... შემო და გაერთე... ხალხს გაგაცნობ... _ გოგო ვერ ხვდებოდა, რომ იმ ხალხს გიო არ მოეწონებოდა.
გიომ ხალხი გაიცნო და დალევა დაიწყო. საერთოდ, სმა უყვარდა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, ნინისთვის სიყვარული დღესვე აეხსნა. დაუძახა და გვერდზე ოთახში გაყოლა სთხოვა. ნინიც, რა საკვირველია, დათანხმდა. გიომ შეხედა ნინის და ძლიერად შეიგრძნო სიყვარული.
_ ნინ, ალბათ, ხვდები, რისი თქმაც მინდა... მოკლედ, მე შენ... ძალიან დიდი ხანია... მიყვარხარ. და რავი, დანარჩენი შენ უნდა გადაწყვიტო... _ არადა, ზუსტად იცოდა, რომ ნინიც გიჟდებოდა მასზე.
_ მეეც, _ ღიმილით უთხრა ნინიმ და აკოცა.
ეს გიოსთვის უბედნიერესი წამები იყო.
დიდ ოთახში გავიდნენ. ნინიმ ბოლო ხმაზე იყვირა _ მე და გიო უკვე ერთად ვართო.… 2 წუთში ვიღაც უსიამოვნო ტიპებმა დაუძახეს ბიჭს და სადარბაზოში ჩაიყვანეს. უთხრეს, ეს ჩვენი უბანია და ნინი ჩვენს ძმაკაცს უყვარსო. გიო გაოცდა. ყველანაირ ჩხუბს ელოდა ასეთის გარდა...
ბიჭს თავის თავის იმედი არასოდეს არ ჰქონდა. ამიტომ თავისი ძველი ბიჭი ძმაკაცების სახელების ჩამოთვლას მოჰყვა. როცა მიხვდა, რომ ეს ტიპები მის ძმაკაცებს ვერ იტანდნენ, უკვე გვიანი იყო. ახლა მხოლოდ თავისი უბედური `დრინის” იმედზე იყო...
ლაპარაკ-ლაპარაკში დაარტყეს. ამანაც ამოიღო ერთგული `დრინი”, მაგრამ ჯობდა, არ ამოეღო. ერთი ბიჭი კი დააგდო, მაგრამ მერე ის `დრინი” თვითონვე მოხვდა რამდენჯერმე და გაითიშა კიდეც...
როცა გამოფხიზლდა, საავადმყოფოში აღმოჩნდა. მის გარშემო უამრავი ადამიანი ფუსფუსებდა... ახლობლები და ა.შ... ყველაზე მეტად ეს არ უნდოდა. უამრავი ახლობელი თავს დასტრიალებდა და მოთქვამდა, თითქოს ცოცხალი აღარ ყოფილიყო.... ეს ხალხი ვერ ხვდებოდა, რომ გიოს მარტოობა ჭირდებოდა... მაგრამ მთავარი საშინელება აქ იწყებოდა, ანუ მშობლები... მაგრამ რას იზამდა, უნდა დალაპარაკებოდა... და აი, დაიწყო:
_ გიო, შვილო, ხომ გთხოვე, არ გინდა ეს ჩხუბები-თქო. ხომ ხედავ, რა მოაქვს ჩხუუბს? _ გიო ხვდებოდა, რომ ეს სიტყვები მართლა მამამისის გულიდან მოდიოდა, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა.
_ გიო, _ ქვითინით დაიწყო დედამისმა, _ უკეთ ხაარ?
გიომაც წესიერი ბიჭის სახით შეხედა და უთხრა, რომ ეს შემთხვევითობა იყო და აღარ გამეორდებოდა... საავადმყოფოში 6-მა დღემ გაიარა... ამ 6 დღის განმავლობაში ნინისგან ზუსტად 30 მესიჯი მიიღო... გადაწყვიტა, ნინის გამოგზავნილი მესიჯები შეენახა... 6 დღის მერე გამოწერეს... იქიდანვე ნინისთან წავიდა... ისევ ყველაფერი ტკიოდა, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად ანაღვლებდა. ავიდა ნინისთან სახლში. იქ ნინი და მისი დაქალი დახვდა. ჩამოჯდა და დაიწყო ლაპარაკი. ძალიან კი არ უნდოდა ამ გოგოსთან ლაპარაკი, მაგრამ რას იზამდა... გიოს ფული ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, ძმაკაცები საქეიფოდ დაეპატიჟებინა... ნინისგან პირდაპირ რესტორანში წავიდა... ძმაკაცები უკვე იქ დახვდნენ, მაგრამ საქეიფოდ განწყობილებს არ ჰგავდნენ. ყველას იარაღი ედო და კასტეტი ეკეთა. მოკლედ, რესტორანთან მთელი ჯარი დახვდა. როცა იკითხა, რა ხდებოდა, უპასუხეს: რა დროს ქეიფია, წავედით, ვინც გცემა, ისინი ვნახოთ, დედას მოვუ...ავთო. მოკლედ, გააჩერეს ტაქსები და წავიდნენ იმ უბანში. ორმოცნი მაინც იქნებოდნენ. იკითხეს, ეს უბანი ვის აბარიაო. მოიყვანეს ვიღაც ტიპი, იმანაც უთხრა, კი ჩემმა ძმაკაცებმა ცემეს ესო... გამოიყვანა ის ტიპები, დაბადების დღეზე რო იყვნენ. გიომ როგორც კი დაინახა, მივარდა და დაარტყა... აიწია ჩხუბი. აი, აქ ნაღდად ვერ მიხვდებოდი, ვინ ვის ურტყამდა... საბოლოოდ, 10 ტყვია გავარდა და ყველა გიოს ძმაკაცი უვნებელი წამოვიდა იქედან... გიო ძმაკაცებს დაემშვიდობა და სახლში ავიდა... ყველაფერი ეკიდა ნინის გარდა...
ნინის და გიოს ურთიერთობა ჩვეულებრივად გაგრძელდა... მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მოხდა რაღაც... წვიმიანი და სევდიანი საღამო იყო... გიო პუფზე იწვა და მუსიკას უსმენდა... ამ დროს ტელეფონმა დარეკა... გიომ აიღო:
_ ალო.
_ გიო, ნინი ვარ, რას შვები? _ არც ისე მხიარული ხმით უთხრა ნინიმ.
_ რავი, მუსიკას ვუსმენ, უ?
_ რავი, რაღაცაზე მინდა შენთან ლაპარაკი...
_ რა იყო, რა სერიოზული ხარ? _ სიცილით უთხრა გიომ, ვერ ხვდებოდა, წინ რა ელოდა, _ გისმენ!
_ გიოოოო... მოკლედ, შენ ჩემზე 2 წლით პატარა ხარ და, ალბათ, ამიტომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს... მე, რავი, დზ მიყვარდი... მარა, რავი, გრძნობა გამიქრა... არ მინდა, რო გული გატკინო... მარა ჯობია, დავშორდეთ...
სწორედ ამის ეშინოდა გიოს:
_ რავი, მე შენ გაგიგე... ალბათ, შენ ვერ გამიგე... მარა, არაა პრობლემა, პკ... მეე... მე ყოველთვის ძალიან მეყვარები...
ტელეფონი დაკიდა და ტირილი დაიწყო... არ უნდოდა, უბრალოდ თავი ვერ შეიკავა... მას ხომ ნინი მართლა უყვარდა... ამ ამბის შემდეგ 1 კვირა სახლიდან ვერ გამოდიოდა... ნინისთან არ ულაპარაკია...
1 თვეში ახალი გოგო გაიცნო და ეგონა, რომ შეუყვარდა... თუმცა ეს ასე არ იყო... იმ გოგოს მალე დაშორდა... იმის მერე არავინ ყვარებია და მხოლოდ ნინიზე ოცნებობდა... თუმცა ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა...
გიოს ცხოვრება ჩვეულებრივად წარიმართა. არც მდიდარი იყო და არც უჭირდა. ნინი კი 30 წლის ასაკშიც უყვარდა... მოკლედ, ნინი მის მეგობრად დარჩა...
გავიდა უამრავი წელი. გიო ნინიზე გიჟდებოდა... ერთ დღეს ყველამ გაიგო, რომ გიო მე-13 სართულიდან გადახტა... გადახტომამდე ნინის ის მესიჯები გაუგზავნა, რაც საავადმყოფოში ყოფნისას მიიღო. ვერავინ მიხვდა, რატომ მოიკლა თავი გიომ... ვერავინ _ ნინის გარდა...




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1188 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 6:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024