♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 28 » ..............
10:19 PM
..............


მენატრებოდი- უსაშველო ტკივილებამდე,
მენატრებოდი- გულის გულში ტიროდა სევდა,
მენატრებოდი- ვერ ვამბობდი დანგრეულ იმედს,
მენატრებოდი- წელიწადნი მიჰქროდნენ ელვად.

იქნება ხვალე მოსულიყავ ღიმილის ნამად,
იქნებ ზეგისთვის შემოგეღო ოდის კარები,
იქნებ სხვა დილას მოგერთმია ყვავილთა დასტა,
იქნებ ოდესმე მონატრების გეხსნა ჩადრები.

მტკიოდა- შენი გამგზავრება არაფრის მსგავსი,
მტკიოდა- ასე დადუმება და გადაკარგვა,
მტკიოდა- კვალად დარჩენილი შენი სურნელი
და უხილავი ეს ტკივილი ნელ ნელა მკლავდა.

დუმილი ხვევდა მონატრებას ოქროს სამოსში,
დუმილი უხმოდ ეხვეოდა ფიქრებს და სევდას,
იკლაკნებოდა ქვეწარმავლურ დიდმოსილებით,
ძირს ანარცხებდა ზეაწვდენილ ამ მონატრებას.

მენატრებოდი- დამავიწყდა მზის ამოხედვა,
მენატრებოდი- ოჰ რამდენი ჩაიფშვნა წელი,
შენს გასაკვირვად ახლა ისევ ვიწყებ სიცოცხლეს
თუ გაგახსენდი, არ გეგონოს რომ აღარ გელი....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1417 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 4:04 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024