♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 28 » ***
9:57 AM
***

ტბას დაეცა ლურჯი ნისლი, მსუბუქი და გამჭვირვალე,
დაფიქრებულ ცათა უფსკრულს დილის სუნთქვა დასძრავს მალე!
ცა ნათლდება და ზამბახთა ნაზ თასმებში ტკბილ-ნასვამი,
ალმასივით ალ-ბურუსში თრთის, ციმციმებს დილის ნამი!
გათენების ტალღა- ზვირთში იშმუშნება ტყის ლერწამი,
გაჰქრა ღამე, გაჰქრა, როგორც ერთი წუთი, ერთი წამი.
ოჰ, არ მინდა, რომ დაგშორდე! მე მოგხვიე წელზე ხელი,
შენ ჩემს მკერდზე დაყრდნობილი ვნებით სუნთქავ, და მე ცხელი
შენი სუნთქვა დავიწყების ბურუსში მხვევს, მიგუბებს სულს,
და მე ვისმენ როგორც სიზმარს, იდუმალ ხმას, ნეტარ ჩურჩულს!
"სიცოცხლეო, როცა ასე ღელავს,ტოკავს განთიადი,
მე გშორდები... დავგვიანდი...ეხლა დროა...წადი, წადი!
უკანასკნელ კოცნის შემდეგ მე მივდივარ... მაშ, მშვიდობით,
დამერწმუნე, ვერვის ჰპოვებ, შეგიყვაროს ჩემებრ გრძნობით...
მალე მოვა შემოდგომა, მოვა წვიმა, ნიაღვარი
და სარკმელთან ბნელი ღამით, ქვითინს იწყებს მწარე ქარი:
შენც სარკმელთან ცრემლს დააფრქვევ, გაგიტაცებს შორი ვნება
და მწუხარე შემოდგომით მომიგონო შეიძლება!
მოიგონებ გაზაფხულზე გაღვიძებულ ბუჩქნარ - წალკოტს
და სარკმელში რომ ვისროდი ხან ზამბახებს, ხან ვარდის ტოტს"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1225 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 3:27 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024