♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 24 » .........
3:03 PM
.........

ბრმა ვიყავი და თვალი ამიხილე...
ყრუ ვიყავი და სმენად მაქციე...
მუნჯი ვიყავი, ხმა ამოვიღე
და შენს მეხოტბედ გადამაქციე!
წვეთი ვიყავი, ლურჯ ზღვად დამღვარე,
კლდე ვიყავი და ქალად მაქციე,
შენს მოლოდინში როგორ დამღალე...
სურვილის მონად გადამაქციე!
უგრძნობი ვიყავ, ჟინით ველურით
ტრფობის სიამით ტკბობა მასწავლე,
ეკალ-ბარდიან გზებზე მატარე...
ამ გამოცდებით როგორ დამღალე...
მერე აფრინდი ჩემი სულიდან
და გრძნობებისგან უცბად დამცალე...
არ გაპატიებ... ვერ გაპატიებ!..
ცოტაც მაცალე... ცოტაც მაცალე...
მოხვედი, გულში დაისადგურე
და მონატრებით მერე მაწამე...
არ გაპატიებ ამ განცდებისთვის!
შურსაც ვიძიებ! ცოტაც მაცალე...

თაფლში ჩაგსვამ და ენით გაგლოკავ,
ნდომის, სურვილის ჟინით კანკალებ...
არ მიგიკარებ! შორიდან მოგკლავ
ჩემი ტანჯვისთვის! ცოტაც მაცალე...
ლოდინმა გული გადამილია...
ამ მოლოდინით როგორ მაწვალებ...
თვით სიყვარულად მოგევლინები!!!
ცოტაც მაცალე... ცოტაც მაცალე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1221 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-13, 3:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024