მთავარი » 2010 » მარტი » 15 » .............
|
მთელი ზამთარი ისე გავიდა, არ დამცდენია არც ერთი ბწკარი. მხოლოდ დათოვლილ სახურავიდან, მესმოდა, როგორ კიოდა ქარი. მიშტერებული გაყინულ მინას, თავს ვიტყუებდი ფერადი ზღაპრით და როგორც წინათ, დიდი ხნის წინათ, დიდი იმედით ველოდი აპრილს. მობორიალდნენ ლანდები შორი, აწკრიალებულ ბროლით და ღვინით. ქალაქში დადის ახალი ჭორი თმაშეღებილი ცეცხლისფერ ინით. დადის ჩურჩულით და ლაპარაკით, ულულავს თვალებს ქუჩებს ეზოებს და აკვირდება მთელი ქალაქი ვნებით არეულ მაღალ თეძოებს. მოგონებებით აჩონჩხლილ გალას, შეახებს თითებს ეჭვი ცბიერი, თქვენ დაავიწყდით დროებით ქალაქს პატივმოყვარე და ნებიერი. რა ვუყოთ, ახლა სხვისი ჯერია, რომ ჯამბაზივით თოკზე გავიდეს. მე კი აქამდე რაც მიწერია, ერთად გავიტან ზამთრის ამინდებს. კედლებმა უხმოდ გაინაწილეს მოსალოდნელი დღეების შიში, ისე ილევა ეს სიყმაწვილე, როგორც სანთელი შედგმული ნიშში. მაგრამ სანამდე გადამაფარებს, სიკვდილის ზეწარს სიგრილე დილის, ერთ, ერთხელ მაინც შევაზანზარებ გაბრდღვიალებულ აპრილით თბილისს. იყო თუ არა რაც ასე მწამდა, მოვარდნილ წყალში შესვლა მხარულით, მქონდა თუ არა სიმღერის გარდა, სხვა აღტაცება ან სიხარული. არა არ მქონდა, მაგრამ პატარა, მეც მადგა კუზი ცოდვიან კაცთა და მოგონებამ უხმოდ ატარა მიტოვებული სიზმრების განცდა. სული კი თეთრი თოვლით დაღლილი, ეძებს ყოველი წვრილმანის მიზეზს და იღიმება, მკერდზე დახრილი, ჩამოვარდნილი, ნიღაბი პირზე..
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1256 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|