მოგნატრებია ოდეს ტირილი? ოდესმე ცრემლი თუ დაგდენია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ოდესმე ჯავრი თუ გქონებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?თვალები ცრემლით დაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერა მოგძალებია.
თუ დაწოლილხარ ოდესმე თოვლში,თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიცინია აცრემლებამდე, გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია?
მოგნატრებივარ ნეტავ ოდესმე? ნეტავ ოდსმე თუ გყვარებივარ?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ ამდენი განცდა თუ შეგძლებია...