არა, დრო ყველაფრის მკურნალი არ არის,
არა, დრო ყველაფერს არ შლის.
დრო არც საწამლავია და არცა წამალი,
დროა ელვისდარი რაში.
ვისთვის მიიჩქარის, ვისთვის მიზოზინებს,
ვისთვის იყინება კიდეც,
რა მკრეხელობაა დაჯდომა ინებო
და დროის რაობას სჯიდე.
არა, დრო ყველაფრის მკურნალი არ არის,
არა, დრო ყველაფერს არ შლის,
წავა, გადაივლის და იმას გადაშლის,
რის ყოფნას არ ქონდა ფასი...