ასე მხიარულმა
რაინდმა რაინდულმა
ბევრჯერ იხილა ეს მზეც და მთავრეც,
როცა მგზავრობდა.
გული მღეროდა
რადგან ეძებდა ოცნების მახრეს.
მაგრამ დანებდა
წლებს და დაბერდა
გულს შეეპარა სისუსტე მწარე
როცა ვერ ჰპოვა,
ვერსად ვერ ჰპოვა,
ეს სანუკვარი ოცნების მხარე
და როცა ძალის
გაუქრა კვალი,
აჩრდილი შეხვდა მარტოდ მოარე
~აჩრდილო - უთხრა -
სად არის კუთხე,
რომელსაც ქვია ოცნების მხარე?~
`ეს იქით არის
მთების და მთვარის,
სადაც ველია, აჩრდილთა არე
მიდი იარე,
მიუგო ჩრდილმა -
თუ მართლა ეძებ ოცნების მხარეს!