მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ ექნება სურნელი ყვავილის დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს , ჟრუანტლად სხეულში დაგივლის და რაღა თქმა უნდა ექნება ტკივილი, ცრემლები, სიმწარე ცრემლების გარეშე სიყვარულს ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე? ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად, ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს , გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი, მზის სხივი ნაჟური გაგათბობს მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ, ოო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო, რამდენი წელია გინახავ.
|