ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი, - ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი, მოახლოვდება გზა ოცდაექვსი, მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი, ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა - დაუნდობელი სურვილი ლომის! და ყოველივე როგორ ნაზდება, როცა ახლოა მზე შემოდგომის.
|