წამიკითხე ცა - მზის სხივებად, თითოდ... ჩალისფერი თმა, - თითო, თითო, თითოდ გადათვალე... ღამით, - ვარსკვლავებიც იყოს... როცა ჭინკობათვეს გულთან ახლოს მიკრობ, გაწეწილი ჭინკა, დამიძახებს ვითომ?! - წასაღებად რა? რა გადამრჩა, ვფიქრობ! მინდა, შენ და მთვარე წამწამებით გიგრძნოთ... - მომიყვები რამეს?! სრტიქონ, სტრიქონ, სტრიქონ... წამიკითხე ცა! მზის სხივებად, თითოდ... ჩალისფერი თმა, - თითოდ, თითოდ, თითოდ...
|