თავი მეოთხე
იგი გაყინულ დროებაში მიაბიჯებდა. სევდიანი მზერით ემშვიდობებოდა შემოდგომას, აუჩქარებლად ტოვებდა მას. ბაღი უკან დარჩა. არც შეუხედავს მისთვის ისე განაგრძო სიარული. ფოთლები გზადაგზა თოვაში ეხვეოდა. მერე კი თოვლის მინდორი გადაეშალა თვალწინ. იგი გასცდა შემოდგომას და ზამთრის ცივ სივრცეში შეიჭრა. ისე შეუმჩნევლად მიაბიჯებდა, რომ თოვლზე კვალსაც კი არ ტოვებდა. აი მდინარეც. გაეღიმა. ხიდზე ჩამოჯდა და კარგა ხანს ჩასცქეროდა რძისფერ ჩქერებს. გასცდა მდინარეს და ყაყაჩოების დიდ მინდორზე გადაირბინა. აღარც მოუხედავს მისკენ. ალბათ დაავიწყდა გაზაფხულს მისალმებოდა. ასე დაეხეტებოდა დროებიდან დროებაში. ისე შემოდგომას აღარ ეძებდა. აღარც რასმე ფიქრობდა. უბრალოდ სრულ სიჩუმეს მიაღწია, გონიერ სიჩუმეს. ახლა იგი მატარებლით მიემგზავრება მზისკენ. მატარებელი ჩქარა მიჰქრის. ბეთჰოვენის ”მე-5-ე სიმფონიის” რითმს იმეორებს. აქა-იქ განათებული ნათურები სიცოცხლის კარიბჭეში არიან მოქცეული. ვარსკვლავებიც მკვეთრად ანათებენ. მთვარე ისე ახლოს არის, რომ ხელით შეძლებ შეხებას. აღარც ემოცია აფორიაქებს, აღარც ხმაური. მთელი სიმშვიდით მიეცა ზღაპრულ ღამეს. ცის კამარა შეუმჩნევლად იხსნება. შორიდან ნათელი ტალღა მიიწევს ვარსკვლავებისკენ. გვირაბი გამოჩნდა. იგი შეცბა. თითქოს შეცნობილისა და შეუცნობელის ზღვარზე მოექცა. საინტერესოა შიში, საინტერესოა მასზე გამარჯვება ან ამით ტკბობა. ისევ ის განცდა, გამძაფრებული ღელვა, გაოგნებული თვალები. ის იკარგება სიბნელეში, იკარგება ხმაურში, გრძნობებში, ოღონდ არა ფიქრში. მატარებელიც იკარგება თვალებთან ერთად. ხმა გვირაბის წიაღში ჩაინთქა. სრულმა სიმშვიდემ დაისადგურა, ვარსკვლავებიც თითქმის გაქრნენ. ნიავი აქროლებს ბალახის სურნელს. მზე ამოდის, მას მოსდევენ სინათლის ფერიები, უცნაური არსებები, შეუმჩნევლად რომ არსებობენ და შეუმჩნევლად ატარებენ ფერებს. ისინი ყოველი ბალახის ღეროსა და ყოველ ხეს სიცოცხლისა და სიკეთის იდუმალი Ʊ
|