♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » ზღვაში წვეთი
9:32 AM
ზღვაში წვეთი

თავი მეორე

მშვენიერია დროებაში წარმოქმნილი დრო. აქაურობაში დაბადებული და განსხეულებული. დროებამ შექმნა დრო. შემქმნელი გაჩერებულია, შექმნილი კი მიდის.
ნიავი უბერავს და მიჰყავს მიწას მიფენილი ფოთლები. გაცრეცილი ხეები ზემოდან დაჰყურებენ დაღლილი მზერით. ხეთა ძირში სკამებია ჩამწკრივებული. ფოთლები ემუდარებიან ნიავს მშვიდად განისვენონ სადაც დაბადებულან... ეჰ, უკვდავი განცდა ”სამშობლო”...
გარემო ემოციის გარეშე... გაყინული... მოძრავი უძრავში... არაბუნებრივი სინამდვილე... რითმი მშვიდი... სურნელი მუდმივი შემოდგომის... ქვეცნობიერის ყვირილი და აღფრთოვანების სიჩუმე... მუსიკა მშვენიერი... ცა ნაცრისფერი... რწმენა გაურკვეველი... არსებობა დაუჯერებელი... სიკვდილი ყველგან და არსად...
არ ვიცი როგორ შევძელი ბაღის პორტრეტის აღწერა, რადგან ფიქრი მეტია სიტყვაზე.
აი სკამიც სადაც გამუდმებით და დროებით ვკლავ მარტოობის განცდას, ანდაც უფრო მძაფრად განვიცდი მას. თავს ვაიძულებ მელანქოლიურ ბურუსში გავეხვიო, ვეწამო დეპრესიით და არსებობის სევდით ნევროზიანი ადამიანივით, რომელსაც ყველასაგან მიტოვებული მშვენიერი კრავი ჰგონია საკუთარი თავი.
ჰოდა ბაღი, ჰოდა შემოდგომა, სკამი და ჩემი მოხუციც...

- მშვენიერი დღეა არა?
- სასიამოვნოდ მშვენიერი. გუშინ კი სილამაზის სიმძაფრე იყო, ქარი, ნისლში გახვეული წვიმა. მეგონა არასოდეს გამოიდარებდა
- ამ ბაღში კი არასოდეს უნახავთ ხეებს წვიმა
- მათ ბევრი რამ არ უნახავთ. შენ გუშინდელი წვიმა არ გახსოვს?
- არა
- მისი ხმაც არ გაგიგონია?
- არა, არ გამიგონია
- უცნაურია, უცნაური... არადა რა იდუმალი განცდები გააღვივა მან ჩემში! იყო შუადღე. ვფიქრობდი სიტყვის მეუფეზე. სიტყვა წარმომედგინა წვიმის წვეთად. უამრავი წვეთი კი ფიქრებად, რომლებიც უცნაურად სდის ადამიანს. იშვიათია მისი დაუცხრომელი ენერგია რომ იგრძნო, რადგან ეს არ არის მიწიერი ან წარმავალი ძალა. ეს არის რაღაც სხვა, რაც აქაობაში არ ეტევა. ეს არის სულის ღვთაებრივი გარდასახვის ენერგია, რომელიც განსხეულებულ ფიქრში ისახება. მინდოდა მისი შეგრძნება, მინდოდა მისი მფარველი ანგელოზი ეხილა ჩემს ანგელოზს და ღვთაებრივი სიტყვა მიწიერ სიტყვად ქცეულიყო... სიტყვა - ფიქრად, წვეთი - წვიმად... რამდენი თვე ველოდი მას. ნაცნობი გულისძგერით ავივსე. მზე ღრუბლებმა დაფარა. ისევ ვეძახი ფიქრისა და სიტვის ღვთაებას. შევაერთე ხელისგულები, თითქოს გავმთლიანდი, მივიდე შუბლზე და ვჩურჩულებდი: ”მომენატრე, ნუ მიმატოვებ, გელოდები, მნიშვნელობა არა აქვს რა სახით მოხვალ, ოღონდ მოდი”. მედიტაციას უფრო ჰგავდა ჩემი ქმედება, ვიდრე სურვილს ან ნატვრას. უცებ ნიავი ოთახში შემოიჭრა და თმა შემირხია. მუსიკის ჰანგებივით აჟღერდნენ წვიმის წვეთები, მშვიდად, მაგრამ მოუსვენრად... შორიდან ცის გუგუნი - ბრძანება ღვთისა... ჩემი ხმა მაღლა ამომსკდარი... სხეული იფანტება, მძაფრად გრგვინავს წვიმა და სხეული ქრება... მეფობს წუთიერი მარადისობა, მეფობს სრული თავისუფლება, ერთმანეთს ერწყმის ცა და მიწა, წვიმა კი თითქოს შუახიდია... ცა თითქოს შეიშალა, მეტეორივით ჩაიშხუილა ელვამ, ცა გაკვეთა მანათობელმა... ხმა შეშფოთებული... სველი ბალახი ეფინება ფეხებს, ვიჟღინთები წვიმით, წამში ბალახივით სველი და წმინდა ვხდები, უთვლელი წვეთები სხეულზე, სისხლი მდუღარებს, მინდა ვიყვირო მთელი ხმით, მინდა ამოვანთხიო ციდან მოსული განცდა, მინდა ვუთხრა ხეებს და ბალახბს, რომ ის მოვიდა ჩემთან, მოვიდა წვიმისა და ელვის სახით, რადგან თავადაც ასეთი მძაფრია და მრისხანე... დაცლილია ზეცა, დატირებულია მიწა... ნელი-ნელ სიმშვიდე ისადგურებს, როგორც გარეთ, ისე ჩემში... ცა იწმინდება... სისხლი დაოტდა... გონება ჩაცხრა და ღრუბლებთან ერთად ფიქრებიც იფანტება... მეჩვენა რომ ეს წვიმა მხოლოდ ჩემთვის მოვიდა, ის მხოლოდ მე ვნახე და მე ვიგრძენი, როგორც სასწაული ღვთისა...

- ფიქრი მეტია სიტყვაზე, არა?
- რადგან ადამიანი მეტია ფიქრზე
- არ მესმის
- ადამიანი ქმნის სიტყვას, სიტყვა ქმნის ფიქრებს
- ფიქრი რას ქმნის?
- რა თქმა უნდა სამყაროს. ყოველი სიტყვა სამყაროში რჩება. ქმნის ენერგიასა და გრძნობას. კაცობრიობის წარსულიც სიტყვებითა და ნაფიქრალით მასში იფანტება.

.........დროებითი დუმილი..........

- მშვიდი ამინდია!
- მოსაბეზრებლად მშვიდი
- მხიბლავს ეს ბაღი
- გხიბლავს საკუთარი არსებობა
- მიყვარს მარტოობა
- და მაინც გაურბიხარ მას
- სხეული კი ტკბება, როდესაც ხალხში ითქვიფება, ბრბოში ირევა, როგორც თავისიანი
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1173 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024