♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » ვირტუალური სიყვარული
8:46 PM
ვირტუალური სიყვარული


ჩვენი შეხვედრის ადგილი "კონტროლ პანელის" ერთი "აიკონია",
რომელიც ხელგაწვდილი ბობ მარლეის შარვლის ტოტზე ზის.
ხოლო მონიტორიდან "მაუსის" კუდის ქიცინით გახსნილი
შენი სახე იღიმება.
"ჰარდ დისკის" გული ახლა მთლიანად შენია და მე მშურს
"პენტიუმ ორის".
შენ წაიღე ჩემი ტვინის პროგრამული მეხსიერება, რაც 62 გეგებაიტთან
ზღვაში წვეთია.
სიყვარული მარტივია
"ჯიპიჯი ფაილად" გადაქცეულს "ადობ პრემიერში" გაგხსნი და
ახლა იმას ვიზამ , რაც რეალურად არასოდეს მოხდება.
დღეს ჩვენ ვირტუალური სიყვარულის ღირსნი ვართ,
რადგან გაქათქათებულ 'ნიუ ფაილში" ჩაგაწვენ,
სევდიან ძუძუებს "ზუმით" გაგაიდიდებ და შიშველ ფეხებზე ტატუს
მიგახატავ წარწერით_მშურს პენტიუმ ორის!
ასე იწვები "სეივ ეზის" შემდეგ სახელდარქმეული ახალი სიყვარული
"დესკტოპის" ვიტრინაში და მუდამ შემეძლება
ხალი წაგიშალო ორ წარბს შორის,
ინდოელს რომ გამსგავსებს.
შემდეგ მეტი დამაჯერებლობისათვის, ინტერნეტში რომანტიკული
"დიზაინ კომიდან" საძინებელ ოთახს "დაუნლოდს" გავუკეთებ,
სადაც ორი ცისფერი შუქის სხივი დიდი ხნის წინ გაშლილ ლოგინს
ათბობს და იქ მოგათავსებ.
დენი რომ არ წავიდეს და იმედები არ გამეთიშოს,
კიდევ ერთხელ "დაგასეივებ", შემდეგ კი ორივენი
"ფოტოშოპში" გადავინაცვლებთ.
"ეფექტებში" ფაქტურას შევარჩევ, იმას, რომელიც მოგწონს და ჩემი
მარტოობა რომ არ "დაეკიდოს"
ქობულეთის ქვიშიანი ნაპირიდან საკუთარ თავს "დავასკანერებ".
მადლობა ვუთხრათ "დიზაინ კომს", რომელმაც ოთახი გვაჩუქა_
"პორ პრიი".
ახლა ჩვენ ორნი ვართ...
ნერვს ბაზრობაზე ნაყიდი საცურაო ტრუსები მიშლის, რადგან ჯერ არ
მოგონილა ისეთი პროგრამა, რომელიც თბილისურ საქონელს
ებვროსტანდარტებზე გადაიყვანს.
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე და ჩემს კომპიუტერში:მე და შენ...
ამიერიდან "პრინტი" ერთადერთი გამოსავალია იმ მომაბეზრებელი
ერთფეროვნებიდან, რომელსაც იმედი ჰქვია.
რამდენიმე წამში "ქენონის" ფერადი პრინტერიდან თავს ამოვყოფთ
უპერსპექტივო ა-ოთხზე და გული აღარ დამწყდება undo ცხოვრების გამო,
რომელსაც "შათ დაუნი" გავუკეთე.
მე მშურს პენტიუმ ორის...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 0:52 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024