მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » ვარსკვლავების სხეულის ყველაზე ძვირი ნაწილები
9:41 AM ვარსკვლავების სხეულის ყველაზე ძვირი ნაწილები |
ცნობილი ამბავია, რომ ვარსკვლავები საკუთარი სხეულის ყველა შესაძლო თუ უჩვეულო ნაწილს აზღვევენ: ფეხებს, უკანალებს, ხმას, თმასა და მკერდსაც კი. თანაც, ზღაპრულ ფასებად.
მაგალითად, სუპერმოდელ ჰაიდი კლუმის ფეხები 2,2 მლნ დოლარად არის დაზღვეული - 1 მლნ დოლარად მარცხენა და 1,2 მლნ დოლარად მარჯვენა. მარცხენა უფრო იაფი იმის გამოა, რომ მუხლზე ჰაიდის მცირე იარა აქვს.
დევიდ ბექჰემი ყველაზე ძვირად ღირებული სპორტსმენია სადაზღვევო ბიზნესის ისტორიაში. მისი ფეხები საერთო ჯამში 70 მლნ დოლარად არის დაზღვეული - თანხა იმდენად დიდია, რომ ის რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ გადაინაწილა.
მომღერალმა დოლი პარტონმა მუსიკალურ სფეროში წარმატებების გარდა თავისი 5 ზომა მკერდითაც გაითქვა სახელი. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ მკერდი აქვს მას დაზღვეული 600 ათას დოლარად. მსახიობ ჯეიმი ლი კერტისის ფეხები არაერთხელ უღიარებიათ ჰოლივუდში საუკეთესოდ. იაფიც არ ღირს - 2 მლნ დოლარი. .............................................
"მახინჯ ბეტიში" ამერიკა ფერერას კბილებს ბრეკეტები ფარავდა. ცხოვრებაში კი ვარსკვლავი ერთ-ერთი კბილის პასტის სახეა. კომპანიამ მსახიობის ღიმილი 10 მლნ დოლარად შეაფასა. მსახიობის თქმით, ეს მისთვის დიდი კომპლიმენტია.
მას მერე, რაც მერაია კერიმ ერთ-ერთი სამართებლის რეკლამა გააკეთა, საკუთარი ფეხები 1 მლრდ დოლარად დააზღვია! მომღერლის მეგობარმა აღნიშნა: "ფასი მერაიას პოპულარობას ასახავს". ყველამ იცის, რომ ჯენიფერ ლოპესის უკანალი დაზღვეულია, თუმცა ზუსტ თანხას არავინ ასახელებს. ეს ფასი სხვადასხვა ინფორმაციით 27-დან 80 მლნ დოლარს შორის მერყეობს. საინტერესოა, დაჯდომისას არ ეშინია?
უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა პოპის ლეგენდას ტინა ტერნერს. მისი ფეხები, რომელიც 3,2 მლნ დოლარად არის დაზღვეული, 2009 წელს მის სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალდა. პოლიციამ მომღერალი განზრახ დაწვაში დაადანაშაულა, სადაზღვევო თანხის მიღების მიზნით... ვარსკვლავის მკერდი, რომელიც ასევე დაზღვეულია 790 ათას დოლარად, ხანძრის დროს არ დაზიანებულა. "როლინგ სტოუნზის" გიტარისტმა რონი ვუდმა მარცხენა ხელის შუა თითი დააზღვია დაზიანებისგან 1,6 მლნ დოლარად. სამწუხაროა, რომ თავიც არ დააზღვია - ფიჯიზე ყოფნისას ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ შეეძლო სოლიდური სადაზღვევო თანხა მიეღო.
კიდევ ერთი გოგონა ძვირად ღირებული ფეხებით - ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ თავისი კიდურები 1 მლნ დოლარად დააზღვია. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მომღერალმა ტომ ჯონსმა თავის მკერდზე ამოსული თმა 7 მლნ დოლარად დააზღვია.
ბრუკ შილდსის ფეხები ასევე დაცულია, თუმცა დაზღვევის თანხას მსახიობი ასაიდუმლოებს. თავისი საფირმო "ჩახრინწული" ხმა როდ სტიუარტმა ჯერ კიდევ XX საუკუნის 80-იან წლებში დააზღვია 6 მლნ დოლარად. და ის არ არის ერთადერთი. ბობ დილანმა, ბრიუს სპრინგსტინმა და "ბითლზებმა" ასევე დაიცვეს ხმები დაზღვევის მეშვეობით.
1930 წელს ვიწრო წელის მფლობელმა ბეტ დევისმა საკუთარი თავი გასუქებისგან 28 ათას დოლარად დააზღვია. მშვენიერი სტიმულია, რომ მუდმივად დიეტაზე იჯდე! კიდევ ერთი მილიონიანი ფეხების მფლობელი მოდელი რეიჩელ ჰანტერია. მისი ფეხები 39 მლნ დოლარად არის შეფასებული. საყოველთაოდ ცნობილმა დეგუსტატორმა ეგონ რონაიმ კი თავისი ენა 650 ათას დოლარად დააზღვია.
|
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ |
ნანახია: 1673 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 65 სტუმარი: 65 მომხმარებელი: 0 |
|
|