უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა პოპის
ლეგენდას ტინა ტერნერს. მისი ფეხები, რომელიც 3,2 მლნ დოლარად არის დაზღვეული, 2009 წელს მის სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაზარალდა. პოლიციამ მომღერალი განზრახ დაწვაში დაადანაშაულა, სადაზღვევო თანხის მიღების მიზნით... ვარსკვლავის მკერდი, რომელიც ასევე დაზღვეულია 790 ათას დოლარად, ხანძრის დროს არ დაზიანებულა. ...................................
ყველამ იცის, რომ ჯენიფერ ლოპესის უკანალი დაზღვეულია, თუმცა ზუსტ თანხას არავინ ასახელებს. ეს ფასი სხვადასხვა ინფორმაციით 27-დან 80 მლნ დოლარს შორის მერყეობს. საინტერესოა, დაჯდომისას არ ეშინია?
"მახინჯ ბეტიში" ამერიკა ფერერას კბილებს ბრეკეტები ფარავდა. ცხოვრებაში კი ვარსკვლავი ერთ-ერთი კბილის პასტის სახეა. კომპანიამ მსახიობის ღიმილი 10 მლნ დოლარად შეაფასა. მსახიობის თქმით, ეს მისთვის დიდი კომპლიმენტია.
ბარბადოსელმა მომღერალმა რიანამ კი თავისი კიდურები არც მეტი არც ნაკლები 1მლნ დოლარად დააზღვია!
დევიდ ბექჰემი ყველაზე ძვირად ღირებული სპორტსმენია სადაზღვევო ბიზნესის ისტორიაში. მისი ფეხები საერთო ჯამში 70 მლნ დოლარად არის დაზღვეული - თანხა იმდენად დიდია, რომ ის რამდენიმე სადაზღვევო კომპანიამ გადაინაწილა.
|