♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 6 » სიყვარული
9:46 PM
სიყვარული

 
სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია. 
ნ ო ვ ა ლ ი ს ი 

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით. 
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი 

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი. 
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი 

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს. 
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი 

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა. 
ჰ ი უ გ ო 

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე. 
ს ტ ე ნ დ ა ლ ი 

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა. 
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი 

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის. 
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი 

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს. 
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი 

სიყვარული - ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ. 
ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი 

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს. 
ვ ო ლ ტ ე რ ი 

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს. 
ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ 

სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა. 
მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი 

რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს. 
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ე უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე 

სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია. 
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო 

სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს. 
ჭ ო ლ ა ლ ო მ თ ა თ ი ძ ე 

სიყვარული - აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში - აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი. 
მ ო პ ა ს ა ნ ი 

სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ. 
მ ო ც ი ქ უ ლ ი პ ა ვ ლ ე 

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. 
ლ ო ბ ე რ გ ე რ ი 

სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს. 

სიყვარული - ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი. 
უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი 

სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა. 
ვ ა ჟ ა ფ შ ა ვ ე ლ ა 

სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს. 
მ. გ ო რ კ ი 

სიყვარული რაა ბრძენო? - ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა. 
"ორი სული - ერთი ფიქრი, ორი გული - ერთი ფეთქვა." 
ფ რ. ჰ ა ლ მ ი 

სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს. 
რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა 

სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს. 
ა რ ი ს ტ ო ტ ე ლ ე 

სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს. 
ს ე ნ ე კ ა 

სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია. 
ტ ე კ ე რ ე ი 

სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ. 
ბ ა ლ ზ ა კ ი 

სიყვარული - ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის. 
ჩ ა რ ლ ზ დ ი კ ე ნ ს ი 

სიყვარული - ცეცხლია: თუ არ კვებავ - ქრება. 
მ ი ხ ე ი ლ ლ ე რ მ ო ნ ტ ო ვ ი 

სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში. 
შ ე ქ ს პ ი რ ი 

სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა. 
გ ი დ ე მ ო პ ა ს ა ნ ი 

სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით - გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება. 
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ბ ლ ო კ ი 

სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის. 
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ტ ა ბ ი ძ ე 

სიყვარულს ბაღივით მოვლა-პატრონობა სჭირდება. 
ვ ლ ა დ ი მ ე რ თ ო რ დ უ ა 

სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ. 
ვ ე რ გ ი ლ ი უ ს ი 

სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც. 
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა 

სიყვარულია შიშზე ძლიერი. 
ვ ი ტ ო რ ი ო ა ლ ფ ი ე რ ი 

სიყვარული გრძნობათა სარდალია.

რა არის სიყვარული? - ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს. 
ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1065 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
სამშაბათი, 2024-12-24, 2:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024