♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » შენ ცეცხლს დამინთებ
10:03 AM
შენ ცეცხლს დამინთებ

შენ ცეცხლს დამინთებ , დაველოდებით
ჩანაკვეცხლებას ხმელი შეშების...
სიმინდს შემიწვავ, შემეშინდება
წითელ მარცვლებზე ხელის შეხების...
გაგეღიმება, ეს მერამდენედ
ჩემში პატარა ბავშვთან შეხვედრა...
შენი ხელიდან მაჭმევ სიმინდს და
ამიტომ შენი სუნი ექნება...
მერე ჩვენ ალბათ შუაღამემდე
ეგებ დილამდეც დავითვლით ნათქვამს...
და ყველაფერი ირგვლივ, იმ ღამეს
შენთან ალერსის ნებასაც დამრთავს...
მკითხავ ათასგვარ ჭკვიანურ კითხვას
და სულელური პასუხით დაგღლი...
შეგიშინდები შეშის ტკაცუნზე
ან სადმე თუკი იყმუვლებს ძაღლი.
წამოდგები და მკლავს გაიყოლებ
მიწას მიაყრი ცეცხლსა და ნახშირს...
და ამისრულებ ერთადერთ სურვილს
სულ ორ სიტყვაში - "წავიდეთ სახლში”

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1015 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:55 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 63
სტუმარი: 63
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024