შემომაგლიჯე დამწვარ ტანზე ეს სველი კაბა, ღილ-ბორკილები გადაკრიფე მწიფე მკერდიდან, ხორცის სიმთვრალეს დაუამე დახეთქილ ბაგით, მიშველე რამე, შიშველ წელზე მზე მომეკიდა. მიასკდი სუნთქვას რეტიანი სურვილით სავსე, ოღონდ კი გრძნობებს აეკიდოს ალმური შენი, ო, გევედრები დამიამე ტკივილი სულის, ჩემს სნებოვნებას მხოლოდ შენი ალერსი შეცვლის, და თუ ინანო თავგანწირვა ამ სიგიჟისთვის, დაჭერი ყველა ვენისფერი ხაზის დინება, ო, მაპატიე, სიველურე ასე ძვირფასო, რადგან ვერ შევძელ კვლავ მოთმენა და გარინდება.
|