მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » სარკის წინ...
|
სარკის წინ...
დაწყება მუდამ რთულია, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დაიწყო ადამიანმა.. მეც ვიწყებ მზის ამოსვლასთან ერთად ჩემს ცხოვრებას, არა ისე როგორც თქვენ!.. მე ხომ ყოველ დილით ზეცას ვუყურებ და მზეს ვუღიმი! მე ადამ-იანი ვარ!... სულ რაღაცას ვეძებ, რაღაც ახალსა და სამყაროსგან მოწყვეტილს! მე ხომ ასე მინდა.. მე აქ არ მინდა, მე ხომ იისფერი ვარ და გული არ მაქვს! ისე, უბრალოდ ხელისგულებით ვსუნთქავ და ვფაციფუცობ ჩემს ცხრაკლიტულში! მე არ ვაღმერთებ არავის, მაგრამ ვაღმერთებ მუსიკას!... ვუსმენ Deep Purple-ს Picture Within-ს და სულს ვითბობ!.... იცი?! ასეთი მუსიკის მოსმენაც ცოდვაა.. თუმცა რას ვიზამ, მე საკუთარ ცხოვრებას ვერ დავთმობ!... თითქმის ყოველ კვირას დაუგვიანებლად მივდივარ ეკლესიაში, ხმაამოუღებლად ვუსმენ მამაოს ხმის გუგუნს და გულში ვამბობ: "მამაო ჩვენო..." სანთლები მენანებიან! ცეცხლს რომ წავუკიდებ მათ ნაღვენთს ვეფერები, ველოლიავები, მგონია რაღაც სტკივათ! ერთი დიდი ცოდვა მაქვს კიდევ, საკუთარ თავს არ ვეძებ! არა, ამას სახელიც არ აქვს, უბრალოდ ცოდვაა.. ფიქრები, ოცნებები ზეცისკენ მექაჩებიან, მაგრამ ძლიერად ვკიდებ უხილავ ძაფებში პაწია თითებს, არ ვაძლევ უფლებას წამიყოლიონ, თორემ შევრჩები ღრუბლებს! მე მათ ჩემს ციხეში ვკეტავ, უსამართლო მოსამართლე ვარ უდანაშაულო დამნაშავეების დამსჯელი! მე ნელ-ნელა ილუზიები მიფერმკრთალდება და მეშინია სადმე არ ჩავიკარგო; ჩუ!..-მე ვაჩუმებ სამყაროს როცა ჩიტები გალობენ!.. მე ვიცი ყველაფერი (უფრო სწორად არც არაფერი, საკუთარი თავის გარდა, მაგრამ გამიგონია ყველაზე რთული საკუთარი თავის გაცნობააო!) მენატრებით გვერდზე მყოფები, მეჰაერებით ყველა!.. ერთი თქვენგანიც კი მივსებს უზარმაზარ ჭრილობას! თქვენც ადამ-იანები ხართ, ჩემი ადამ-იანები!... და მე ვწუხვარ რომ არ გეუბნებით: "მიყვარხართ!"... ვწუხვარ, რომ ვერ გეხუტებით ყველას ყოველ დილით; დავწვები მზის გულზეც, არა თავგანწირვისთვის!... მე ხომ მზით ვარსებობ... და ვარდის ეკლებით ამოვიკაწრავ გულზე სულის ჰიმნს! აი, იმ ჰიმნს, რომლის მოსმენაც ცოდვაა!... მე მიყვარს მუზები, მიყვარს ლექსები და მიყვარხართ თქვენ! შეინახე სარკევ ჩემი ცოდვები, თორემ დაზამთრდება სულში, მერე ჩამოთოვს და ამავე დიდი სიყვარულით მიგატოვებთ!.. ხშირად ხმაურობს ჩემი სიცარიელე და მაშინ სივრცის სონეტივით ცხრაკლიტულელს ნამდვილი ადამ-იანი მქვია!... მერე უფალიც განმსჯის!..
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 983 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|