საპატრიარქოს პრეს-ცენტრის განცხადება 2010-03-28
ბოლო დღეებში რასელისტთა ე.წ. იეღოვას მოწმეთა სექტის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში ავრცელებენ მოსაწვევებს, რომლითაც მოქალაქეებს 30 მარტს იწვევენ იეღოვის მოწმეთა დღესასწაულზე _ ე.წ. "იესოს სიკვდილის გახსენების" საღამოზე.
როგორც ცნობილია, აღნიშნული სექტის მიერ წარმოებული აგრესიული პროზელიტიზმი მოსახლეობის დიდი ნაწილის მწვავე რეაქციას იწვევს.
საპატრიარქოს პრეს-ცენტრი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ რასელისტთა ორგანიზაცია წარმოადგენს ანტიქრისტიანულ და ანტიჰუმანურ ტოტალიტარულ სექტას. საეკლესიო სამართლის თანახმად მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკრძალება სექტანტებთან ერთობლივი ლოცვა და მათ რიტუალებში თანამონაწილეობა.
|