♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » როცა ვიგონებ შენს გაღიმებას
10:07 AM
როცა ვიგონებ შენს გაღიმებას


როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას, კამკამათვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს, და გვირილების გვირგვინითშემკულს მაგ თმას, ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.

არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი,
რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი, როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.

ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი, ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი,
როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან, ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია,
როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი და ოცნებაში სულ თან დაგყვება…
შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1008 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:06 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024