♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » როცა წამლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, უკეთ ვხატავდი
10:28 PM
როცა წამლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, უკეთ ვხატავდი

უფალმა ყველა ადამიანს მისცა ნიჭი, რომელიც მართლაც რომ საჩუქარია. სანდროსთვის ეს ნიჭზე უფრო მეტია, თითქმის ცხოვრების ნაწილია. ერთმა დღემ კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.



სანდრო, 25 წლის:

– მეც ისეთივე ლამაზი და უდარდელი ბავშვობა მქონდა, როგორც ყველა ნორმალურ ბავშვს. ზუსტად ისეთივე ფერადი სათვალე მეკეთა, როგორიც ყველა ნორმალურ ბავშვს უკეთია. ძალიან მათამამებდნენ მშობლები და მანებივრებდნენ. ძალიან ვუყვარდი ყველას, რადგან დედისერთა ბავშვი ვიყავი. პატარაობიდანვე ხატვის ნიჭით გამოვირჩეოდი და ძალიან მაგარ კონტურებსაც ვაკეთებდი. ძალიან მიყვარდა პორტრეტების ხატვა. როგორც ჩემი ხატვის მასწავლებელი ამბობდა, იდეალურად გამომდიოდა სახის ნაკვთები. იმდენად გათამამებული ვიყავი, რომ ოღონდ კი მეთხოვა და ჩემი მშობლები აუხდენელ ოცნებას ამისრულებდნენ. ხანდახან მშობლებიც კი ცდებიან, რადგან ბავშვს ყველა ახირება არ უნდა შეუსრულო, ცოტა მკაცრადაც კი უნდა მოექცე ბავშვს, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს.

– რამ გამოიწვია ცხოვრების გზიდან აცდენა?

– იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ყოველთვის არის კაი ბიჭების "ბირჟა". შეიძლება მართლა ბევრი ისწავლო ქუჩიდან, თუმცა არის ისეთიც, რომ კარგ და პატიოსან ცხოვრებას ისე ასცდები, რომ ვერც კი მიხვდები ამ ყველაფერს. ქუჩა ნარკოტიკია, რომელიც გიზიდავს და თანდათან შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მეც გათამამებული ბავშვი ვიყავი. ახლა რომ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ძალიან მეზიზღება ჩემი თავი. მე ხომ ცხოვრების საუკეთესო წლები დავკარგე, საუკეთესო წამები, რომელებიც აღარ განმეორდება, ბავშვობა დავკარგე. ერთი სიტყვით, ჩემი დილა ქუჩაში იწყებოდა და ქუჩაშივე მთავრდებოდა. ჩემს მშობლებს ამაზე რეაქცია არ ჰქონდათ, რადგან ერთადერთ ბიჭს ვერაფერს აწყენინებდნენ. თუმცა იმ დროს რაიმე დაბრკოლება რომ მქონოდა, ალბათ ჯიუტად ისევ იმას გავაკეთებდი, რაც მინდოდა. სულაც არ მინდოდა ნარკომანი გავმხდარიყავი, თუმცა ასეც მოხდა...

– ხატვის ნიჭი რატომ დაივიწყეთ, თვითგადარჩენა იქნებ ასე გეცადათ?

– საკუთარი თავის ხსნა არც მიფიქრია, მე ხომ ის ბიჭი ვიყავი, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა – სახლი, მანქანა, კარგი ცხოვრება. ახლა რომ ვუფიქრდები, რამდენი ადამიანი ოცნებობს ჩემნაირ ცხოვრებაზე. უნდა მიაღწიოს და საკუთარი ადგილი დაიკავოს ცხოვრებაში, მე კი... ხატვის ნიჭი არ დამვიწყებია, ერთადერთი, რაც ამქვეყნიურ რეალობასთან მაახლოვებდა, ხატვა იყო, მინდოდა სულ მეხატა. თქვენ წარმოიდგინეთ, კაიფში უფრო მაგრად ვხატავდი. მუზა თავისით მოდიოდა და როცა რეალობას ვუბრუნდებოდი, მაშინ ვფიქრობდი, ნეტა, მართლა მე დავხატე თუ აბსურდია–თქო, თუმცა მხატვრობის სიყვარულმა გადამარჩინა. ნარკოტიკებმა აბსოლუტურად ყველასთან დამაშორა, ყველა ალმაცერად მიყურებდა, ყველას ეშინოდა ჩემი. ნარკომანია საკუთარი თავის დაავადება, რომ ეთქვათ, იქნებ ექიმთან მიხვიდეო, ალბათ ისე გავმწარდებოდი, ვიღაცას რამესაც კი ვავნებდი, ეს რომ ეთქვათ, იმაზე სასტიკი ვიქნებოდი, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა, თავსაც კი გავიგიჟებდი, სამკურნალო არ ვარ–მეთქი.

– მშობლებმა ვერ გაიგეს, რომ ნარკოტიკებს იღებდით?

– ამას რა გარკვევა უნდა. ადამიანი ხომ ზომბივით ხდება ამ დროს. ვერ აზროვნებს. ვის ჰგონია, რომ ამ დროს რეალობას გაურბის, პირიქით ძალიან სუსტ ადამიანად ვთვლიდი თავს. ყოველი კაიფის მერე იმას ვფიქრობდი, ამას რისთვის ვაკეთებდი, ნუთუ მეც არ შემეძლო, რომ ნორმალური ადამიანივით მეცხოვრა, ქუჩისთვის თავი დამენებებინა და ადამიანურად ჯანსაღი ცხოვრებით მეცხოვრა. ღმერთმა ასეთი ნიჭი მაჩუქა, მე ქუჩაში ხალხს ვხატავდი და ამ ფულით ნარკოტიკებს ვიღებდი. ყველაფერი კი საშინლად მიდიოდა. მშობლები ამ ყველაფერს ხვდებოდნენ და ჩვენი ბოლო შეხვედრები სულ ჩხუბით იწყებოდა და მთავრდებოდა, მამასთან სულ კონფლიქტი მქონდა. ეშინოდათ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ რომ ვიყავი, ვინმე არ მომეკლა ან არ დამესახიჩრებინა. თუმცა ერთმა ადამიანმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

– მოგივყევით რა მოხდა?

– ერთხელაც ნარკოტიკების გამო ქუჩაში ვხატავდი. ერთი ლამაზი გოგონა მოვიდა და მთხოვა, დამხატეო. სიმართლე გითხრათ, იმდანად ლამაზი იყო, რომ მისი კონტურების დახატვა გამიჭირდა. ძალიან ლამაზი, ბზინვარე თმები ჰქონდა და შავი თვალები. ისე მიყურებდა, თითქოს ჩემს ცხოვრებას კითხულობდა, თითქოს იცოდა, რომ წამალზე ვიყავი შემჯდარი და ამას მთელი არსებით გრძნობდა. რატომღაც მომინდა მასთან მესაუბრა, არ ვიცი, ალბათ ძალიან რთულია ადამიანებთან კონტაქტის დამყარება, როცა საკუთარ თავში ვერ ერკვევი, როცა გგონია, რომ შენი ცხოვრება ერთი ამოსუნთქვაა, თუმცა ამ გოგოს გამოხედვა ისეთი იყო, რომ მინდოდა ჩემს ცხოვრებაზე მეამბნა. იმდენად მშვიდი პიროვნება იყო, რომ მიკვირდა მისი, ხანდახან მშურდა კიდეც, როგორ შეიძლებოდა ხატვის მომენტში მთელი ერთი საათი გაუნძრევლად მჯდარიყო. ალბათ ზოგი ჩათვლის, რომ ეგოისტი ვარ. ძალიან მინდოდა მისი ტელეფონის ნომრის გარკვევა და როცა ხატვას მოვრჩი, ვთხოვე, ნომერი დამიტოვეთ–მეთქი. მანაც ნომერი მომცა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

– არ გითქვამთ მისთვის, რომ ნარკოტიკებს იღებდით?

– ამის თქმა არ დამჭირვებია, ის თვითონ მიხვდა. ჩვენი პირველი შეხვედრიდან იცოდა, რომ ნარკოტიკებს ვიღებდი. პირველივე შეხვედრაზე შემომთავაზა სარეაბილიტაციო ცენტრში მევლო, ფსიქოლოგი იყო და თვითონვე კურნავდა იმ ხალხს, რომლებსაც ამდაგვარი პრობლემები ჰქონდათ. ამ გოგოს გამო ამ ყველაფერს დავთანხმდი, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ეს ადვილი იყო. მან მომცა იმის საშუალება, ცხოვრება თავიდან დამეწყო, თავიდან ამომესუნთქა, დავმტკბარიყავი ცხოვრებით. ჩვენი შეხვედრები კი სარეაბილიტაციო ცენტრის შემდეგ გაქრა. იმ ადამიანმა მიმატოვა, ეს იმიტომ, რომ არასდროს ვყვარებივარ. ძალიან მინდოდა ნარკოტიკი მიმეღო, თუმცა იმ ჭაობში ჩაძირვა აღარ მინდოდა. ჩემდა სამწუხაროდ, ის გათხოვილი აღმოჩნდა, ორი შვილის დედა. ძალიან მიყვარს და მიყვარდა, თუმცა არ ვიცოდი რა მექნა, მე ხომ ხმის გამცემიც არავინ მყავდა. ახლა იმაზე უბედური ვარ, ვიდრე ადრე ვიყავი. მიყვარს ის ქალი და არც კი ვიცი, ეს როგორ ვუთხრა.

– მას თუ უყვარდით?

– მას არ ვყვარებივარ, ეს უბრალოდ ჩემს გადასარჩენად გააკეთა. მისთვის ადვილი იყო მიმხვდარიყო, ვიყავი თუ არა ნარკომანი, ის დღესაც ჩემნაირ ნარკომანებს კურნავს. ძალიან მინდა იცოდეს, რომ ეს მის გამო გავაკეთე. მისი დამსახურებაა, რომ ასე ძალიან მიყვარს და მისი დამსახურებაა, ცხოვრებას რომ ვაგრძელებ. მას თავისი ოჯახი აქვს, მე ამ ოჯახს ვერ დავანგრევ. მე ხომ ისევ ის ქუჩის ბიჭი აღარ ვარ, როგორიც ვიყავი. ჩემი მშობლები ვეღარ მცნობენ. უკვირთ და უხარიათ მისი შვილის ასეთი ცვალებადობა, თუმცა მე ისევ იმ დღეში ვარ. არ ვიტყვი იმას, რომ მირჩევნია გამოუსწორებელი ნარკომანი ვიყო, ახლა ჩემს ნახატებში იმაზე მეტი დარდია, ვიდრე აქამდე იყო. უფალმა ალბათ განსაცდელი მომივლინა, რომელიც თავიდან ვერ ავიცილე. თუმცა ხატვის ნიჭი მომცა. ახლა მხოლოდ ეს მაბადია, მწარე მაგალითად ისიც მეყოფა, ის ადამიანი რომ დავკარგე. შეიძლება ჩემი მონათხრობი ზოგს ფილმის გმირის ნაამბობი ეგონოს, თუმცა ცხოვრება ასეთია და ჯობია, ყველა ადამიანმა თავისი ცხოვრება სარფიანად განვლოს. ნარკოტიკები კი არ არის პრობლემის თავიდან აცილების საუკეთესო გზა.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1073 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024