♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 26 » რა არის სიყვარული?
5:38 PM
რა არის სიყვარული?

რა არის სიყვარული? მისი მნიშვნელობის აზრს ბოლომდე ვერ ჩავწვდები. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია სოცოცხლე. იქნებ ეს ჩემი ასაკის ბრალია? სიყვარული, ერთადერთია რის გამოც ღირს ცხოვრება. რომ განიცადო ის, ერთხელ მაინც უნდა უთხრა ვინმეს წრფელი გულით
„ მე შენ მიყვარხარ"და მანაც უნდა გიპასუხოს „ მე შენ მიყვარხარ"
ყველას სიამოვნებს მისდამი ნათქვამი სასიყვარულო სიტყვები, რაც არ უნდა უაზროდ და ორიგინალურობის გარეშე იყოს წარმოთქმული.
ხოლო მაშინ თუ იგივე გრძნობა გაგაჩნია კონკრეტული პიროვნებისადმი, შენს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავ ღრუბლებში, სრულიად სხვა სამყაროში ხარ, ყველას მიმართ სითბოს აფრქვევ, და ბოლო ხმაზე გსურს ყვირილი, რომ ყველამ გაიგოს შენი სიყვარული. გსურს საყვარელი ადამიანის ფიქრებს ეკუთვნოდე, მუდამ შენს მოლოდინში იყოს. და შენს გარდა წამსაც ვერ ძლებდეს.
რა არის სიყვარული?
–ეს არის– „მე შენ მიყვარხარ"– ანუ მე ჩემი სიყვარული მიყვარს შენში, მე ჩემი სიყვარული ვიპოვე შენს იერში. ანუ მე თვით სიყვარული მიყვარს, ვარ ამ გრძნობის მონა, მიყვარს თავად ცნება „ სიყვარული".მე შენში დავინახე ის რასაც სხვა ვერ დაინახავს,
რა არის სიყვარული?
მე მგონი მარადიული მონატრებაა
რა არის სიყვარული?
ყველა თავისებურად ხედავს მას რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.
რა არის სიყვარული?
სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:
და თუ ვინმე შემოგიბრუნებთ კითხვას: დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული... ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს:სიყვარული ისეთი ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

სიყვარული არის უდიდესი ზეციური გრძნობა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. . . ის ადამიანი რომელიც გიყვარს შენთვის მზეა,შენ კი მის გარშემო ბრუნავ.
სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან გვაახლოებს, ცხოვრებას გვილამაზებს, სიცოცხლის სურვილს გვმატებს. . . ერთმანეთის გატანაში გვეხმარება. . . საბრალოა ადამიანი, რომელიც უსიყვარულოდ დატოვებს ამ ქვეყანას. . .
სიყვარული ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია, არ აქვს მნიშვნელობა როდის გეწვევა. სიყვარულის დავიწყება უზომოდ ძნელია თითქმის შეუძლებელი. სიყვარული ყოველთვის შენში რჩება!!!
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ..
სიყვარული სიტყვებით გამოუხატავი გრძნობაა. არ ვიცი როგორ გამოვხატო სიყვარული სიტყვებით.სიყვარული - ეს არის ღმერთის საჩუქარი. როცა გიყვარს სულ სხვა ადამიანი ხდები. ჩემი აზრით სიყვარული ყველაპერია...ოდესმე მთელი სისწრაფით ადგილზე გიტრიალით? ისე, რომ თავბრუ გესხმით?მე მგონი სიყვარულიც სწორედ მაგ შეგრძნებას ჰგავს...
და ბოლოს ამ ლექსით მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება სიყვარულისადმი:
"ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო, მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული, მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული... გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო, ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო! წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო, როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო. ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...”
სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი. ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი
სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი
სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი
რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ე უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე
სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.
ლ ო ბ ე რ გ ე რ ი...

კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1933 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 4
4 კუსსა :* *:  
0
ჩემი აზრით ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოდის.როცა ვიღაც წრფელი გულით გიყვარს,სხვის შეყვარებას ვერ შეძლებ ისე როგორც სხვა გიყვარდა.

3 niaflika  
0
shen shedzleb sxva adamianis shekvarebas isetive dzlieri sikvarulit rogoritac pirvelad gikvarda?amboben namdvili sikvaruli mxolod ertxel modiso da mainteresebs es martla realuria tu ubrlaod miti

2 ani  
0
kargi sityvebia dzaaan..............ki mgoni unda 7edzlos.tu 7edzlo ma7in is siyvaruli romel7ic ar gaumartla namdvili ar yofilaaa.mec namdvili siyvarulis dzieba7i var radgan erti davkarge:(:(:(:((:

1 niaflika  
0
arachveulebrivi ganmartebebia sikvarulis, rogor piqorbt tu namdvil sikvarulshi ar gaumartla adamians, shedzlebs is isetive dzlieri grdznobit sxvis shekvarebas? tu namdvili sikvaruli martla ertxel modis cxovrebashi?

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:45 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 46
სტუმარი: 46
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024