♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » პოეტი ისევ უცხო ქვეყანაშია
5:47 PM
პოეტი ისევ უცხო ქვეყანაშია


მირზა გელოვანი

„მე შენი თმები დამაბრუნებენ"-

ასე წერდა ომიდან პოეტი მირზა გელოვანი თავის უმშვენიერეს მუზას, ნინო ახვლედიანს.თითქმის ყველა წერილში კი თავის ახლობლებს აიმედებდა: „ არ დამიღონდეთ ...
მე დავბრუნდები"...
„დაბრუნებით ტკივილებს წავშლი"...
იგი ბელორუსიაში, მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას მოკლეს.მირზა გელოვანი მხოლოდ 27 წლის იყო.
ახლობლებს დიდხანს ეგონათ, რომ მირზას საფლავი დაკარგული იყო. სინამდვილეში ადგილობრივ მცხოვრებლებს მისი ცხედარი გაუპატიოსნებიათ და ჯერ ცალკე, შემდეგ კი საძმო სასაფლაოზე დაუსაფლავებიათ. ამის შესახებ მხოლოდ 19 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.ბელორუსმა პიონერებმა მირზას დედას, ევა მაჩურიშვილს, 1963 წლის 13 ივნისს მისწერეს:„ ჩვენ ტერიტორიაზე, სოფელ სანიკში არის სამხედრო სასაფლაო, სადაც დაკრძალულია თქვენი შვილი, მირზა გელოვანი.
ამ დროს პოეტის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. იგი სიცოცხლის ბოლომდე ელოდა, რომ მირზა დაბრუნდებოდა, რადგან შვილის გარდაცვალების ცნობა ახლობლებს არ უჩვენებიათ. პოეტის ცხედრის საქართველოში გადმოსვენებაზე არავის უფიქრია.
მირზა ლიტერატურული ფსევდონიმია.მას ახლობლები რეზოს ეძახდნენ. თავის პირველ ლექსებს კი
„მზის კაცის " ფსევდონიმით წერდა. მირზა გელოვანი თავის უკანასჯნრლ მუზაზე, ნინო ახვლედიანზე,დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ჯერ ჯარში გაიწვიეს, შემდეგ კი ომიც დაიწყო.
მირზა ძალიან ცელქი ყოფილა. თურმე მირზას დებს ყოველთვის მიჰქონდათ ამბავი დედასთან მირზას ცელქობის შესახებ. დედაც ამის გამო სულ ტუქსავდა მას. იქამდე სანამ მირზა სკოლაში წავიდოდა, წერა-კითხვა იცოდა. მისი პირველი ლექსი მან მის დას, როენას მიუძღვნა:„ ქათამი რომ კრუხად ჯდება, გამოჩეკავს წიწილებს, როენას რომ გავაბრაზებ, ნეტა ვისთან მიჩივლებს?"

პოეტი ისევ უცხო ქვეყანაშია

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1522 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 44
სტუმარი: 44
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024