♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 27 » ნუ გეშინია...
3:53 PM
ნუ გეშინია...


ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ,
მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით...
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი.

შენ ახლა ისე მჭირდები, ისე,
ვით ღამეს დილა, დილას-საღამო...
როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე,
როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.

მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ
შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ...
ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს,
რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.

ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ,
გიპოვნი მაინც ხელისცეცებით,
მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა,
როგორც ორთავეს ეს სარეცელი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1171 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:23 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024