თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი, ახლაც მინათებს შენი მშვენება შენგან შევიტყვე რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება. შენც ცოცხალი ხარ, შენი გრძნობებიც და გაჟრჟოლება მათი გულისა, თავშესაფარი რამდენ ოცნების, იყავ ბანაკი გაზაფხულისა! შენს სილამაზეს იქით - ბნელდება, დაიხურება ცისკრის კარედი: შენ მოგაყარეს მიწა ბელტებად, მკერდზე რომ ვარდსაც ვერ იკარებდი. ასი წლის მე შენ გიგალობ, ათას წელს გაძლებს შენი მშვენება, შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო, შენგან არასდროს მომესვენება...
|