♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ნატაშა კლაუსი
1:07 PM
ნატაშა კლაუსი


ნატაშა კლაუსი
დაიბადა კოლუმბის დედაქალაქ ბოგოტაში 1975 წლის 25 ივნისს, ნატაშას დედა წარმოშობით ურუგვაელია, მამა – ლიტველი. ეგზოტიკური წარმომავლობა მას ყოველთვის ეხმარებოდა, საკუთარი თავი სათანადოდ წარმოეჩინა. 4 წლის ასაკში საბალეტო სკოლაში შევიდა და კარგა ხანს ცეკვის გარდა არაფერზე უფიქრია. თინეიჯერობის წლებში კი ცეკვაზე მეტად სცენაზე თამაშმა მოხიბლა. არ აკმაყოფილებდა სცენაზე საცეკვაო მოძრაობები, მას ხმოვანი როლებიც სჭირდებოდა. 
16 წლის იყო, როდესაც ჩემოდნები ჩაალაგა და ბოგოტაში წავიდა სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად. პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გოგონას დამოუკიდებლად ცხოვრება გაუჭირდა, ამიტომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და დიქტორობის შესწავლა დაიწყო. ორი წლის შემდეგ ისევ ჩავიდა ბოგოტაში და ამჯერად შეძლო სამსახიობო ოსტატობის შესწავლა.
კინოსაკენ გზის გაკვალვაში მას უმცროსი ძმა, პროფესიონალი ფოტომოდელი პიტერ კლაუსი დაეხმარა. ტელესერიალებში ნატაშას ძალიან გაუმართლა. მისი მონაწილეობით ტელენოველები ყოველთვის რეიტინგულია და ბევრ ქვეყანაში წარმატებით უჩვენებენ. არ ეშინია, ითამაშოს ბოროტი ქალი და ღარიბი კეთილი გოგონაც.
ნატაშას სიყვარული გადასაღებ მოედანზე ეწვია. მისი მეორე
ნახევარი ასევე კოლუმბიელი მსახიობი მარსელო გრეკოა, რომელთანაც
10 წლის წინ იქორწინა. 8 წლის წინ კი პირველი შვილი
გაუჩნდათ. 
"დიდი ბედნიერებაა, როდესაც დედა ხდები. კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი შვილი პირველად დაგელაპარაკება. იზაბელი 4 წლის იყო, როცა საშობაოდ ორი სურვილის შესრულება მთხოვა – პატარა ძმის გაჩენა და მაიკლ ჯეკსონის გაცნობა. ჩემი სამუშაო გრაფიკი არ მაძლევდა საშუალებას, სასწრაფოდ მეორე შვილი გამეჩინა.
მაიკლ ჯეკსონის გაცნობა კი მოვახერხეთ", – განაცხადა ერთ–ერთ ინტერვიუში
ნატაშამ. 
ნატაშას მეორე შვილი 2009 წლის აპრილში შეეძინა. "ფეხმძიმობის მეოთხე კვირაში ვიყავი, როცა ჩემს ქალიშვილს ვახარე, მალე ძმა გეყოლება–მეთქი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ბიჭი შემეძინებოდა, მაგრამ რატომღაც იზაბელს ასე ვახარე. საბედნიეროდ, მართლაც ვაჟი გავაჩინე. მე და ჩემმა ქმარმა ბედნიერი იზაბელის ემოციები ვიდეოკამერით აღვბეჭდეთ", – ამბობს მსახიობი.
ნატაშა ორი შვილის დედის ამპლუაში თავს ბედნიერად გრძნობს. თვლის, რომ შვილები კარიერაში ხელს არ უშლიან და მესამე შვილის გაჩენისთვისაც ემზადება. "ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების პირველი ეტაპი და პირველი მისია ამოვწურე. თავს დედობის უფლება მივეცი. ვცდილობ, მეტი დრო გავატარო შვილებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკრანზე მუშაობას არ ვაპირებ. სერიალები ჩემთვის ის სამუშაოა, სადაც სიამოვნებასაც ვიღებ", – გულახდილად აცხადებს სერიალების ვარსკვლავი.
ნატაშა კლაუსის წარმატებული კარიერა, 2002 წელს იწყებ, როდესაც შემთხვევით გაცნობილმა კატერინ სიაჩოკემ (რომელიც დღეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოგობარია) რეჟისორებს ურჩია ტელემუნდოს ახალ სერიალში "შურისძიება" თუნდაც ეპიზოდური როლი მიეცათ, მაგრამ პროდუსერი ჰუგო ლეონ ფერერი იმდენად მოიხიბლა ნატაშას პროფესიონალიზმით, რომ ის ერთ-ერთი მთავარი როლი დაამტკიცა. არც შეცდა, რადგან ნატაშას ამ როლზე დამტკიცება სერიალისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ნატაშამ ამ როლისთვის (სანდრა გუცმანი) იმ დროისთვის არსებული ყველა ჯილდო მიიღო. 2002 წლიდან კი ნატაშა ტელემუნდოს ექსკლუზივი ვარსკვლავი გახდა. ის თამაშობს სერიალებში, როგორიცაა - "შურისძიება", "ფარული ვნება", "ქალი სარკეში", "შტორმი", "ზორო, დაშნა და ვარდი" (შურისძიების ნიღაბი) და კიდევ სხვა უამრავი ტელენოველა. მაყურებელი ამბობს, რომ თუ სერიალში თამაშობს ნატაშა კლაუსი მხოლოდ მის გამოც კი ღირს ამ სერიალის ნახვა.
სწორედ ასე მოხდა 2007 წელს როდესაც ტელემუნდომ სერიალი "ზორო, დაშნა და ვარდი" გადაიღო, მთავარი როლის შემსრულებლის მარლენ ფაველათი უკმაყოფილო საზოგადოება ამბობდა, რომ სერიალს ნატაშა კლაუსის გამო უყურებდა.
..................................................


ნატაშა კლაუსი




კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2671 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024