♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » მწუხრი...
4:05 PM
მწუხრი...

ჟანგიანი ვაგონების მეფე...
უაზროდ დავბორიალობდი და ერთი მურიანი კუპეს თავზე აღმოვჩნდი. სიცხისგან დაჟანგებული სკამი ნახევრად მოჩანდა.
გვერდით, მინის ბოთლები ეყარა. ხშირად მოდიან აქ უპატრონოები, მაწანწალები, როგორც მე...
ყველას მოგვაქვს რაღაც.
ზოგს შელოცვილი ამულეტი; ზოგს მოულოდნელი სევდისგან დაწერილი დღიურები; ზოგიერთს, სევდის სამაჯურები...
მე...
მე, მწუხრი.....
დავსკუპდები, აქ და გავცქერი ჟანგისფერ მზეს, რომელიც მტვრიანი ამოსუნთქვით უახლოვდება, ახალ ქაოსურ სამყაროს.
აქ, ბევრ მატარებელს მოუყრია თავი. ისე, უბრალოდ გაჩერებულან. ბედისგან ასე ერგოთ...
ერთი შენია; ერთი შენი მრგობრის; ერთიც ჩემი.... ასე დაუსრულებლივ.
თითქოს პირი შეუკრავთო, ერთბაშად, ხრამის წინ გაჩერებულან და დადუმებიათ საყვირები.
მიდის მზე და თან მიაქვს საზრუნავი, ჟანგით დაფერილი; უდროოდ გათელილი ჩვენი გულებიც...
ნუთუ გული აქვთ? მაშინ რატომ გაჩერებულან? რატომ დადუმებულან ჩვენი მატარებლები?!
წრეზე დავდიოდით...
შენ, მოგქონდა შელოცვილი ამულეტი და გაჩერებაზე იტაცებდი სხვის სიყვარულს.
მას მოჰქონდა დღიურები, სავსე სევდით, ფიქრებით და არ აცლიდნენ წაკითხვას.
წეწავდნენ...
გლეჯდნენ...
ერთსაც, ჰქონდა სევდის სამაჯურები და მოტყუებით უკეტებდა ხელებზე, მოკაშკაშე თვლიან წიგნებს; ვერ ხვდევოდნენ,
ისე აჩერებდნენ მიმავალ მატარებელს.
უნებლიედ...
ჩუმად...
მე, კი... მე, მწუხრი ვიყავი...
ვისაც გავუღიმე, ყველა დავამწუხრე!
მე, მათი სიყვარული მაჟანგებდა...
მშლიდა...
მწეწავდა...
მგლეჯდა...
უნებლიედ მაჩერებდა...
ჩუმად...
ვცდილობ აღარ გავიღიმო...
დიდი ხანია...
ჰო, დიდი ხანია აეტმასნა, ამ კედლებს ჭუჭყი...
ლიანდაგებზე გაწვა შორი, შავი აჩრდილი...
მზე, იმალება ჟანგიანი აკლდამის მიღმა და ჩვენც დავდუმდით.
თუმცა, ახლა სხვა მხრიდან მოიზლაზნება.
ჩაქრი!...
ვჩურჩულებ, მაგრამ წინ მოიწევს.
ჩაქრი და ისუნთქე...
ხმას არ მცემს.
გა-ვი-ღი-მებ! ვყვირი ხმამაღლა და მატარებელთა ჭუჭყიანი ჟრიალი მეხმაურება...
მოიწევს და დამცინავად, ირონიულად იღიმის...
მეც გა-ვი-ღი-მებ!
და... თვალს ვუსწორებ...
ვიღიმი....
მზე?
სადაა მზე?
ახმაურდა ღამის ლანდი...
არავითარი მზე!
ჩვენ, გვერჩივნა ერთი დღე და ღამე____
____ მწუხრი....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1009 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ანა მამაიაშვილი  
0
აქაც იგივე პრეტენზია მაქვს! მიაწერე ავტორი.. თუარად წაშალე ჩემი ჩანახატი!

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 3:28 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024