♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » მოტაცება 4
10:34 PM
მოტაცება 4


***


მარიცას მშობლები იმ ღამით არ დარჩნენ, ქალაქისკენ გაეშურნენ... მარიცა და ბებია ალაგებდნენ სახლს, ბაბუა გარეთ საქმიანობდა, გაგი კი ბუხართან იჯდა და მარიცას ადევნებდა თვალს... თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა... მარიცა გრძნობდა მზერას და ეღიმებოდა, ბოლოს ყველაფერი რომ მიალაგეს მიუახლოვდა გაგის და იქვე ჩამოჯდა... ერთხანს სდუმდა ორივე, უყურებდნენ აგიზგიზებულ ცეცხლს...
- მარიცა მიდი ჩაიცვი, გავიდეთ ცოტახანი გარეთ... – დაარღვია სიჩუმე გაგიმ...
მარიცა ადგა, გავიდა ოთახიდან და იქიდან დაუძახა რომ მზად იყო... გაგი გავიდა, მას ხელში გაგის ქურთუკი ეჭირა, ჩააცვა... გავიდნენ ეზოდან, ორივე სდუმდა ისევ, ისევ თეთრი ბილიკი, ისევ გარშემო თოვლით დაფარული გზა, ოღონდ თოვლს ახლა ოდნავ შეპარვოდა ტალახი... წყვილი სადღაც მაღლა მიიწევდა, გაგიმ მარიცას ხელი ხელზე მოკიდა, რათა არ წაქცეულიყო, მარიცა ფრთხილად მიყვებოდა უკან... მას კარგად ჰქონდა გაანალიზებული თუ რა გააკეთა, დარწმუნებული იყო რომ გაგის სიყვარული მას ყველაფერს გადაატანინებდა და მხოლოდ ეს როდი იყო, უკვე მასაც შეპარული ჰქონდა მისდამი გრძნობდა... ლტოლვა...
უკვე ბნელოდა, თოვლი ბზინავდა, ირგვლივ არაფერი ჩანდა და წყვილი კვლავ სდუმდა, ორივე ფიქრებში იყვნენ გართულნი... ვიწრო ბილიკი, გაყინული აღმართი, სადღაც მაღლა და მაღლა მიისწრაფოდა გაგი, ხელი მარიცას მაგრად ჩასჭიდა, ასვლაში მიეხმარა. ბოლოს პატარა საყდარი დაინახა მარიცამ, რომელიც თოვლით იყო დაფარული. როცა მიუახლოვდნენ გაგიმ კარი გააღო, შიგნით სიბნელე სუფევდა, მარიცა მიჰყვა გაგის, მან ასანთით გაანათა იქაურობა, სანთელი აიღო და აანთო... გაგიმ სანთელი მიაწოდა მარიცას და თვითონ ღვთისმშობლის ხატთან დაანთო სანთელი...
- რა პატარა და რა მყუდროა?!
- ამ ერთი თვის მანძილზე, როცა სახლში არ ვიყავი ხოლმე, აქ ამოვდიოდი, ღმერთს შენს სიყვარულს შევთხოვდი... მგონი ახლა მადლობა უნდა ვთქვა, რადგან დღეს შენ ჩემთან დარჩი... არ ვიცი გიყვარვარ თუ არა, მაგრამ მთავარია რომ შენ ჩემს გვერდით ყოფნა არჩიე...
- გაგი...
- მარიცა მიყვარხარ და ბედნიერი ვიქნები შენც თუ ამ გრძნობით მიპასუხებ... ერთი თვეა გამირბიხარ, დღე არ მენახვები, ღამე ჩემგან მოშორებით გძინავს, თუმცა ერთ ოთახში ვართ...
- არ გაგირბოდი... გაკვირდებოდი, მინდოდა შემესწავლე, გამეცანი, შორიდან ყველაფერს ვაკვირდებოდი, თითოეულ შენს მოძრაობას... მართალი გითხრა როცა სახლიდან მიდიოდი, ვღელავდი, არ ვიცოდი რატომ მეშინოდა რაღაცის, შენ კი აქ მოდიოდი თურმე და მშვიდდებოდი... ეს ერთი კვირა კი ვეღარ ვიტანდი უკვე მარტოობას, უფრო განვიცდიდი...
- მარიცა...
- მე შენთან ყოფნა გადავწყვიტე, თუმცა ბევრი რამ არ ვიცი შენზე...
- შენზე ოთხი წლით უფროსი ვარ, სწავლა დიდიხანია დავამთავრე, ვცხოვრობ თბილისში, მშობლემთან და ძმასთან ერთად... ვმუშაობ...
- ეს ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, მთავარია მე შენ გიყვარვარ და ეს ერთი თვე ვაჟკაცურად მოიქეცი რითაც ჩემი ნდობა და სიმპატია დაიმსახურე...
- მე არ მქონდა სხვანაირად მოქცევის უფლება, არც იმის შემშინებია რომ მართლა პირველ დღეს თავს მოიკლავდი, უბრალოდ მიყვარხარ და პატივს გცემ, რის გამოც გავაკეთე ყველაფერი... ხომ არ გცივა?
- ცოტა არ იყოს კი...
- მოდი წავიდეთ მაშინ, უკვე შუაღამეა ალბათ...
გაგი მიუახლოვდა მარიცას, გაყინული ლოყები ხელებს შორის მოაქცია, შუბლზე აკოცა, ჩაიხუტა პირველად მხურვალედ, გოგო რომელიც ერთი თვე მის გვერდით იწვა და შეხების უფლება არ ქონდა... დიდხანს იდგნენ ჩახუტებულები, ბოლოს ისევ შეხედა გაგიმ, თვალებში ჩახედა და გაბედა მარიცას ბაგეს შეხებოდა...
ერთ საათში სახლში იყვნენ, ბებიას ენერვიულა, მაგრამ როცა დაინახა წყვილი მაშინვე მზრუნველობა დაიწყო... ბუხარში ცეცლი ისევ გიზგიზებდა, მარიცას მღელვარება ეტყობოდა, ეს რაღაც უცნაური იყო... ბებიასაც არ გამოპარვია...
- შვილო რამე მოხდა? რატომ ხარ აღელვებული?
- არაფერი ბებია, უბრალოდ მშობლებმა იმოქმედა ასე...
- ხო, ეგ ყოველთვის ეგრეა... კარგი ახლა გვიანაა, დაისვენეთ...
მარიცა ავიდა მეორე სართულზე, ფანჯრიდან გადაიხედა, თოვა დაუწყია ისევ... ოთახი მიალაგა, ლოგინში ჩაწვა და წრიალებდა... ვერ დაიძინა... უკვირდა თვითონაც... ოთახს პატარა ნათურა ანათებდა, მარიცა სინათლეს შესცქეროდა, უცებ კარი გაგიმ შემოაღო... მარიცამ შეხედა... კარი მიხურა, გახდა დაიწყო... მარიცა ისევ შუქს უყურებდა... პირველად არ დააცალკევა ლოგინი გაგიმ... პირველად ჩაწვა ლოგინში ისე რომ მარიცას არ ეძინა... პირველად დაიწყეს საუბარი ლოგინში... პირველად ჩაეხუტა, მიეალერსა, მწოლიარე საყვარელ ქალს... პირველად იგრძნეს მათ სიყვარული ერთმანეთის და პირველი სიყვარულის ღამე...



***


ერთი კვირა თოვა არ გადაუღია ხევსურეთში, მაგრამ ეს ყველაფერი სახალისო იყო, სითბო, სტუმრიანობა, სიყვარული სუფევდა ჯიბუტების ძირძველ კერაში... დიდი სუფრა გაიშალა როდესაც გაგის მშობლები და ძმა ჩამოვიდნენ, მათთან ერთად კი გიგაურის ოჯახიც... ყველა ხარობდა, ლოცავდნენ ახლად დაოჯახებულებს... თვე ნახევარი ხევსურეთში გატარებული თითოეული წუთი თბილად ახსენდებოდა ბებიას და ბაბუას, მხოლოდ იმაზე დარდობდნენ რომ შვილიშვილები უკვე წასვლას აპირებდნენ... ისინი ისევ მარტონი რჩებოდნენ თავიანთ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და ამაზე ფიქრობდნენ რომ მხოლოდ დასვენების დღეებში და შვებულების დროს თუ ჩამოაკითხავდნენ შვილები და შვილიშვილები...
მარიცა და გაგი ბედნიერები იყვნენ მათი უცნაური თაფლობისთვით, ემზადებოდნენ ისევ ძველი ცხოვრების რიტმში ჩასადგომად. მარიცას ინსტიტუტი ელოდა, გაგის კი სამსახური... მას უკვე ოჯახზე უნდა ეზრუნა...


***


წლები ბედნიერად მიდიოდა... მარიცამ სწავლა დაამთავრა, სიხარული იყო მისთვის მით უფრო რომ ბავშვი გაუჩნდა სწორედ იმ წელს, უსაქმურად ჯდომა არ უყვარდა უკვე ბავშვზე გადაიტანა მთელი ყურადღება... დედამთილ მამათილი ისე ექცეოდნენ თითქოს მარიცა იყო მათი შვილი გაგი კი სიძე... გაგისაც არაერთხელ აღუნიშნავს ეს ფაქტი, ძმაზეც კი ამბობდა მე მისი სიძე ვარო ეს კი დაო... მარიცა ყველას ძალიან უყვარდა, რადგან ძალიან სათნო და თბილი ადამიანი იყო. ჯიბუტების ოჯახს პატარა გოგონაც სიცოცხლეს უფრო ულამაზებდა, რომელიც ზედ გამოჭრილი დედა იყო...
წლები მიჰქროდა, ბავშვი იზრდებოდა, პირველ კლასში იყო უკვე როცა გაგის სამსახურში პრობლემები ჰქონდა... შინ გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ უგუნებოდ იყო, იშვიათად თუ ელაპარაკებოდა ვინმეს... მარიცა ცდილობდა რომ მეუღლისთვის შეემსუბუქებინა სანერვიულო და დეპრესიაში არ ჩაეგდო...
ხშირად ახსენებდა მშვენიერ თაფლობისთვეს, ქორწილს და ბავშვის დაბადების პერიოდს, მაგრამ გაგი მაინც უღიმღამოდ იყო... მარიცა არავის აწუხებდა ქმრის გამო, ერთი ორჯერ ეჭვი შეეპარა იმაში რომ საყვარელი რომ არ გაიჩინაო... მაგრამ ამის გააზრებაც კი ზარავდა. ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ თანდათან ძნელი ხდებოდა...
ერთ დღეს მაზლმა კინოს ორი ბილეთი აჩუქა, შენ და გაგი წადითო. სამსახურიდან დაბრუნებულ გაგის მარიცამ გამოაცვლევინა, აჭამა და უთხრა რომ დღეს სიურპრიზი ჰქონდა მისთვის და საღამო უნდა დაეთმო...
- მარიცა, საღამოს თათბირი მაქვს, მაპატიე ვერ გადავდებ...
საღამოს, გაგი გაემზადა აკოცა მარიცას და კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და სთხოვა სხვა დღეს გაეკეთბინა სიურპრიზი, რითაც ძალიან გაახარებდა... და სახლიდან გავიდა... მოიწყინა მარიცამ, ბავშვიც დედასთან ჰყავდა დატოვებული, მას რომ ჩახუტებოდა და წყენა გაექარწყლებინა, თავის ოთახში შევიდა, წამოწვა, მაგრამ ამ დროს ოთახის კარზე დააკაკუნა ვიღაცამ, ეს მაზლი იყო...
- რატომ არ წახვედით?
- თათბირი აქვს...
- თათბირი? შენ წადი ვინმე მეგობართან ერთად...
- არა ვერ წავალ გაგის გარეშე...
- არა, ჩაიცვი ახლავე, არ უნდა იჯდე მასე სახლში, ამას არ იმსახურებ! წამოდი მე წამოვალ!
- არა რა გეხვეწები!
- ჩემი ხათრით...
მარიცამ თხოვნა ვერ უგულველყო. ჩაიცვა და გაყვა. კინოთეატრს როცა მიუახლოვდნენ, შესასვლელთან ცოტახანით დატოვა მარიცა მაზლმა, ამ დროს მარიცამ ნაცნობი ხმა და ქალის კისკისი გაიგონა... შემოტრიალდა და გაგი თავის ყოფილ კლასელთან ერთად დაინახა... გაქვავდა ადგილზე, ხმა ვერ ამოიღო... გაგისაც იგივე შეეტყო, ხოლო ქალი რომელიც ახლდა ბედნიერი ჩანდა, უცებ მიუახლოვდა მარიცას, ფარისევლად გადაკოცნა...
- მარიცა როგორ ხარ გენაცვალე? რას შვები? სად დამეკარგე?
- კარგად, გმადლობთ, შენ როგორ ხარ?
- რავიცი, მშვენივრად, რატომ აღარ ჩანხართ კლასელები?
- არ ვიცი, მე ოჯახი მყავს, ხო იცი ქმარს და შვილს მოვლა უნდა... – ცოტახანი გაჩერდა, ამოიხვნეშა და განაგრძო – მითუმეტეს როცა ქმარი მუშაობს და არ ცალია საერთოდ... კლასელები კი ვიკრიბებით ხოლმე მაგრამ შენ არასდროს მოსულხარ.
- ხო გოგო, რა ვიცი საქმეები, საქმეები... დაკავებული ქალი ვარ... ხო მართლა, გაიცანი ეს ჩემი საქმროა, გაგი ჯიბუტი...
გაგის ხმა არ ამოუღია, რამე საშინელებას ელოდა მეუღლისგან, მაგრამ მარიცამ თავი შეიკავა, სრული სიმშვიდით მიულოცა მსუბუქ ყოფაქცევის თანაკლასელს, ამ დროს მაზლიც მოვიდა, მარიცას ხელი გადახვია, მიხვდა თუ რას განიცდიდა მისი რძალი საკუთარი მოღალატე დაუდევარი ძმის გამო... მარიცა დაემშვიდობა ორივეს და განკუთვლინ ადგილისკენ გაემართნენ...
კინო არცერთს არ აინტერესებდა, მარიცას გული ტკიოდა, თვალწინ ედგა თანაცხოვრების წლები, საკუთარ თავში ცდილობდა შეცდომის აღმოჩენას, რის გამოც ქმარმა სხვა ქალისკენ გაიხედა... გაგი კი სირცხვილით სად წასულიყო არ იცოდა, გაქცევა კი არაკაცურად ჩათვალა... ძმა კი გაგის საქციელის გამო შეურაცყოფილად გრძნობდა თავს, ამ ამბავს მისი მშობლებიც გაიგებდნენ და არა მარტო მისი... ქალი კი რომელიც გაგის გვერდით ეჯდა, მხოლოდ გაგის ალერსზე ფიქრობდა, და ვერ გაეგო რატომ იყო დღეს ასეთი ცივი მისი მეწყვილე...

***



სახლში მისვლისთანავე მარიცა ოთახში შევარდა, თვალცრემლიანი იყო, კარადიდან ჩემოდანი გამოიღო, ჩაალაგა თავის და ბავშვის ტანსაცმელი და მშობლების სახლში გადავიდა... მშობლებისთის არაფერი უთქვამს, თუმცა მხოლოდ ის თქვა რომ იჩხუბეს და ცოტახანი მარტო ყოფნა სჭირდებოდა ორივეს... ბავში გულში მხურვალედ ჩაიკრა და გულსაკლავად დაიწყო ტირილი... პატარა ვერ მიხვდა რა ატირებდა მის საყვარელ დედიკოს, არასდროს ენახა ასეთ მდგომარეობაში...
- დედიკო, რატომ ტირიხარ? – ხმას არ იღებდა მარიცა... – მამიკო არ მოგვაკითხავს?
- მამაშენი სამოგზაუროდ წავიდა.
- მაგიტომ ტირიხარ? – მარიცა უფრო აატირა ბავშვის შეკითხვამ... – დედიკო მამიკო გენატრება უკვე და იმიტომ ტირიხარ?
- ხო დედიკო ხო...
ღამემ მარიცასთვის კოშმარულად განვლო... არცერთი ღამე არ ყოფილა ასეთი მისთვის, თვით ის დღეც როცა მოიტაცა გაგიმ, როცა ძალადობის ეშინოდა, ვერ გაეგო თუ სად შეცდა, თუ რა არ იყო ისე რომ ქმარს ისევე ყვარებოდა როგორც ადრე...




კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1162 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 nino  
1
sacyali gagiiiiiiii ,rogor sheacdina yofilma klaselma

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024