მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » მოტაცება 3
|
***
თოვდა მთელი კვირა, თითქოს გაგის მხარეს იყო ბუნება... გაგი ყოველდღე იmედებით იღვიძებდა, ოცნებობდა რომ დადგებოდა დღე და მარიცა მას გაუღიმებდა, უფრო ლაღად იქნებოდა და მისგან სითბოს იგრძნობდა, მაგრამ ლოდინი ძალიან ძნელი იყო... ერთ ოთახში წოლა საყვარელი ქალის გვერდით, მისი სუნთქვის გაგონება... ღამე მათთვის სრული გაუცხოების იყო... დღე კი მარიცა უფროსების ხათრით თავს აჩვენებდა რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ ბედს შეეგულა... ყველაფერში ეხმარებოდა ბებიას, თუმცა რძალს არაფერის უფლებას აძლევდა, მაგრამ მარიცას დაჟინებული თხოვნით მაინც საქმიანობდა... თან გულს აყოლებდა... საღამოობით გაგი ხევსურეთს ათვალიერებინებდა, თუმცა უღიმღამოდ... მეორე კვირის ბოლოს გაგის იმედიც კი გადაწურული ჰქონდა რომ ის შეძლებდა მარიცას სიყვარულის დამსახურებას... დღეები გადიოდა, ღამე უფრო დიდად ეჩვენებოდა გაგის, ვიდრე ადრე, მარიცას უკვე მშვიდად ეძინა განსხვავებით გაგისგან, უკვე აღარაფრის ეშინოდა... გაგი კი ღამე რამდენჯერმე დგებოდა, მარიცას ლოგინთან მივიდოდა და მძინარეს უყურებდა...
გავიდა ერთი თვე, თოვლმა დნობა დაიწყო, სავალი გზა მისაწდომი გახდა მანქანებისთვის, მარიცას მშობლები პირველივე შესაძლებლობაზე გაეშურნენ ხევსურეთისკენ. დედ-მამა ღელავდა, თვე იყო 21 წლის ქალიშვილი არ ენახათ, არ იცოდნენ ვის ხელში იყო, როგორ იყო, უყვარდა თუ არა, რა პიროვნებებთან ცხოვრობდა... როგორც იქნა სახლს მიუახლოვდნენ, გარეთ მოხუცი კაცი იყო, გაყინული თოვლის ზვინებს აკეთებდა... სტუმრების დანახვაზე საქმიანობას თავი მიანება და მათკენ გაეშურა... - ჩვენ მარიცას მშობლები ვართ... სად არის ჩვენი შვილი? - გამარჯობათ შვილებო, სახლში გახლავთ ცოლ-ქმარი. მობრძანდით... მგონი მარიცას ჯერ კიდევ სძინავს... - ცუდად ხომ არ არის ჩემი ქალიშვილი? – შეშინდნენ მშობლები... - არა, რას ბრძანებთ? მობრძანდით, თქვენ როგორ გგონიათ რამეს მოვაკლებდით?! გაგი ბუხართან წამოწოლილიყო, კარის ხმაზე მაშინვე ფეხზე წამოდგა, ვერ იცნო სტუმრები, თუმცა მიხვედრას რა უნდოდა... - გამარჯობათ... - გაგიმარჯოს... როგორც ვხვდები შენ ხარ გაგი ჯიბუტი? ჩვენ მარიცა მშობლები ვართ! - დიახ, გიცანით, ბებია სტუმრებს მიხედე, ალბათ დასვენება სჭირდებათ, მოშიებულებიც იქნებიან... - ჩემი შვილი მინდა ვნახო! – განაცხადა მამამ! - მარიცას ახლავე დავუძახებ... – შეეცვალა გაგის ხმა... ნელა ავიდა მეორე სართულზე, სადაც მარიცას ჯერ კიდევ ეძინა... ფრთხილად შეაღო ოთახის კარი, მიუახლოვდა ლოგინს, ჩამოჯდა, მარიცას მუხლებზე ხელი დაადო შეარხია... გოგო შეიშმუშნა... - გაგი, რამე მოხდა? - შენ პირველად მომმართე სახელით... - არ ვიცი, შეიძლება, მოხდა რამე? - მარიცა შენთვის ალბათ კარგი ამბავია, ჩემთვის კი საშინელი... - რა მოხდა? ნუ მაშინებ... - სანამ გეტყვი, ერთი თხოვნა შემისრულე... - რა თხოვნა? რა მოხდა, მითხარი! - კარგი მაშინ გეტყვი... შენი მშობლები მოვიდნენ, შენს წასაყვანად, შენც გაყვები... – ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო, ადგა, ფანჯარასთან მივიდა... არ უნდოდა მისი სიმუხთლე ენახა მარიცას... - ჩემები ჩამოვიდნენ? – სიხარულით წარმოსთქვა მარიცამ. - ხო... მარიცა წამოდგა მაშინვე... - მე ჩავალ, ჩენ ჩაიცვი და ქვემოთ გელოდებით... – კარისკენ წავიდა ბიჭი. - გაგი... - ბატონო? - რა უნდა გეთხოვა? - არაფერი, დაივიწყე... აზრი არ აქვს... - მითხარი! გაგი მოტრიალდა, მიუახლოვდა გოგოს, რომელიც ჯერ კიდევ პიჟამოს ამარა იდგა ლოგინთან, შეხედა, ხელი ხელზე მოკიდა, გადაეხვია და ლოყაზე აკოცა... - სულ ეს იყო ჩემი თხოვნა მარიცა... - დამელოდე, ერთად ჩავიდეთ... მარიცამ მალე ჩაიცვა და ჩავიდნენ. მარიცა მხურვალედ გადაეხვია მშობლებს, ემოციები ვერ შეიკავა და აქვითინდა... - ჩემს შვილთან მარტო დამტოვეთ... – თქვა მამამ. ოთახიდან ყველა გავიდა. ცოტახანი სდუმდა სამივე... ბოლოს ისევ მამამ დაარღვია სიჩუმე. - მარიცა იცი ჩვენი ტრადიცია, იცი ჩვენთვის რამხელა სირცხვილია შენი დაბრუნება, ეს ქალქში ასე არ დარჩება, ჭორი, მითქმა მოთქმა ატყდება, მაგრამ მაინც... მიუხედავად იმისა რომ შენ ერთი თვე იცხოვრე კაცთან, მე მზად ვარ შენი გულისთვის და შენდამი სიყვარულის გამო წაგიყვანო სახლში... - მამა! – გოგო ჩაეხუტა მამას, გადახედა დედას, რომელიც ტიროდა და ხმას ვერ იღებდა... – მამა, არ ვიცნობდი ბიჭს, მხოლოდ სასწავლებლიდან მეცნობოდა, მან მომიტაცა, წამომიყვანა აქ, ამ უდაბურ სოფელში, ჩემთვის უკაცრიელშიც კი, სადაც არავის ვიცნობ, სადაც არავინ იცის ჩემი გულის ტკივილის ამბავი, სადაც ვერავის გავუზიარე ჩემი ფიქრები... მამა, დედა, მიუხედავად ამისა, მე უნდა დავრჩე! მე ვრჩები გაგისთან, ამ ერთი თვის თანაცხოვრობის განმავლობაში მე გავიცანი ის და მივხვდი რომ მისი სიყვარული ჩემდამი ძალიან დიდია და მივხვდი რომ მეც მიყვარდება მამა! არ მინდა წამოსვლა! არ მინდა გული ვატკინო! - მარიცა გეშინია? - არა მამა არა! გულით გეუბნები, მიყვარდება! ვხვდები, ვგრძნობ! - შენი გადასაწყვეტია შვილო, იცი რომ შენს გამო ყველაფერს ჩავიდენ! - ვიცი მამა, დედა მე ვრჩები! მე ასე გადავწყვიტე... - მაშინ დაუძახე შენს მეუღლეს, დაგლოცოთ! მარიცას თვალებზე სიხარული აშკარად იგრძნობოდა, მაგრამ გარეთ გაგის გული ბობოქრობდა... ფიქრობდა რომ მორჩა ყველაფერი, რომ ეს ერთი თვე უცებ ჩამთავრდა უშედეგოდ, რომ მარიცას გული ვერ დაიბყრო, ფიქრები არ ასვენებდა, ამ დროს მარიცას გაღიმებული სახე შეეფეთა... - გაგი მამაჩემი გეძახის. - მტოვებ ხო? - შემოდი... – გაგის ფეხები უკან რჩებოდა. ოთახში შესულს, სიმამრი ღვინით სავსე ჭიქით ხელში დაინახა... - დაგლოცავთ შვილებო... მართალი გითხრა ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი მაგრამ მან გადაწყვიტა რომ შენს გვერდით იყოს... გაგის თვალები შუბლზე აუვიდა, ეგონა რომ მოესმა, ალბათ ყურს რისი გაგონებაც უნდა იმას გებულობსო, მაგრამ რეალობას მარიცამ დააბრუნა... - მე შენთან ყოფნა ავირჩიე... - მარიცა... მიყვარხარ! - მათ გონიათ რომ... - ნებით რჩები? ჩვენს შორის ხომ არაფერი მომხდარა... თუ გონიათ, მე... - არა! მე მინდა ასე! - მე ვეტყვი, რომ არაფერი ყოფილა, მე შენი ბედნიერება მინდა... შენს ცრემლიან თვალებს ვეღარ ავიტან, მირჩევნია გაგიშვა და მე ვიტანჯო, ოღონდ უნდა ვიცოდე რომ იღიმები, როგორც ამ დილით პირველად გამიღიმე... - მე შენთან ვრჩები... გადაწყვეტილია... მარიცა ოთახიდან გავიდა რათა ბებიას მიხმარებოდა სუფრის გაშლაში...
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1225 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 31 სტუმარი: 31 მომხმარებელი: 0 |
|
|