♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 3 » მიყვარს სიბნელე...
7:54 PM
მიყვარს სიბნელე...

წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...

უცებ კარს აღებენ და შემოდიან.
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი.
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან.
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ.
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...

ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი.
ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა.
სადღეგრძელო პირველი: მშვიდობას გაუმარჯოს.
მომწონს თქვენი პაციფიზმი, მაგრამ რად გინდათ მშვიდობა, ისედაც მოწყენილობით კვდებით. გასიებულხართ და საკუთარი ცოლები აღარ გაძლევენ. მშვიდობა თორემ, თქვენც ეხლა გუშინ მოიგეთ ომი.� მშვიდობის უფლება აქვს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს მისთვის.
თქვენ არ აფასებთ მშვიდობას...

სადღეგრძელო მეშვიდე: ისინი უკვე გადიდნენ. ყველამ ჯიბეებიდან დაიწყო ამოლაგება კუბოების და მაგიდაზე დაწყობა. მერე დალიეს: წასულების. ვიღაცამ დაიყვირა, გაჩერება არ შეიძლებაო, დაუძახეს ბავშვებს, შემოსვეს კუბოებზე და მაგიდიდან ჩაასრიალეს. თან სვამდნენ: ბავშვებს გაუმარჯოსო.

სადღეგრძელო ორმოცდამეჩვიდმეტე: სიყვარულს გაუმარჯ...
მთვრალი შემოვიდა და დავარდა.
მე გადავაბიჯე მას და სახლიდან გავედი...

დროის დაკარგვა მომესურვა. აზრები გამეფლანგა თავში. ხმა ამოფოფხდა ყელში, დაჭრილი ჯარისკაცივით.
- წავედი!

გავედი ქუჩაში. შემხვდა პატარა ეშმაკი, საცოდავი თვალებით შემომხედა და გამიღიმა. დაბალი იყო და წითელი.

- მეცოდებიო. - მითხრა.
- მეც-თქო. - ვუპასუხე და გზა განვაგრძე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1030 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-18, 7:54 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024