მეფერები, ჟრუანტელი მივლის ტანში... გადამრია შენმა სუნთქვამ, ტუჩის გემომ... ვზივართ, სადღაც... მიტოვებულ ვიწრო ნავში... და ფიქრები წყალს მიყვება, სადღაც ქვემოთ....
მეფერები, ეგ ტუჩები კოცნად მაწვიმს... ქარი ჩუმად გაშიშვლებულ ვნებას ათოვს... ტუჩები გაქვს ალუბლების, ხანაც მარწყვის... შენი კოცნა მზეზე უფრო ძლიერ მათბობს...
მეფერები. უსაშველოდ დიდხანს მკოცნი... ნავში ვზივარ, გაგიჟებულ ფიქრებს მივდევ... მე შენი ვარ სულითაც და თუნდაც ხორცით... ამიტომაც უშენობას ვეღარ ვითმენ...
მეფერები, შენი კოცნა ნიავს არხევს... ფიქრებივით ჩამიკარი ისევ გულში... ქარი და მე, შემოტმასნულ კაბას გახევთ... მიყვარხარო ჩამჩურჩულებ ისევ ყურში..
|