'ტრანსფორმერების' ვარსკვლავმა მეგან ფოქსმა, რომელიც 2009 წელს ჟუანრლმა Esquire აღიარა პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალად, დაუთმო ტიტული ამერიკელ მსახიობს კრისტინა ჰენდრიქსს, რომელიც ცნობილი გახდა სერიალი 'Mad Men' შემდეგ. ჰენდრიქსმა ყველაზე ლამაზი ქალის წოდება მიიღო Esquire–ის მკითხველებისთვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების შემდეგ – მსახიობს 30 პროცენტზე მეტი ხმა შეხვდა. მეორე ადგილი დაიკავა ბრაზილიელმა მოდელმა ადრიანა ლიმამ(17 პროცენტი) მესამე ადგილი კი მეგან ფოქსმა (14 პროცენტი). 34 წლის ჰენდრიქსი უკეთესადაა ცნობილი როგორც სერიალების მსახიობი. თავისი კარიერის განმავლობაში მან მოასწრო 15–ზე მეტ სერიალში მონაწილეობა. ამჟამად მსახიობი მონაწილეობს 'შეშლილების' ახალი სეზონის გადაღებებში.