♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » "მეძავის გულისთვის ჩემს შვილს დედა მოვუკალი"
10:29 PM
"მეძავის გულისთვის ჩემს შვილს დედა მოვუკალი"

ადამიანები ხშირად ისეთ გამოუსწორებელ შეცდომას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდგომში ყოვლად შეუძლებელია. გიგას ცხოვრებაშიც ასე მოხდა, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს.



გიგა:

– ბავშვობაში ცხოვრების ნებიერა მეგონა თავი, მაგრამ გვიან მივხვდი, თურმე ცხოვრების სათამაშო ვყოფილვარ. ერთ დროს ყველაფერი მქონდა და დღეს კი აღარაფერი მაქვს. დავდივარ თბილისის ქუჩებში და ვუყურებ ჩვენს ახალგაზრდებს, ზოგიერთ მათგანში ჩემს თავს ვხედავ, ადრე მეც ასეთი ლაღი და ამაყი ვიყავი. მეც ვტკბებოდი ახალგაზრდობით და არაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ გვიან მივხვდი, რომ ადამიანი ფიქრისთვის ჰყავდა ღმერთს გაჩენილი. იმისათვის, რომ მსგავსი შეცდომები სხვამაც არ გაიმეოროს, გადავწყვიტე ჩემი ისტორია ყველას მოვუყვე, ასე ვთხოვ პატიებას ჩემს განსვენებულ მეუღლესა და ქალიშვილს, რომელსაც ჩემისთანა უღირსი მამა არგუნა ღმერთმა.

20 წლის ვიყავი, ოჯახი რომ შევქმენი. თინიკო დანახვისთანავე შემიყვარდა,მასაც მოვეწონე და გაცნობიდან 3 თვეში დავქორწინდით. დედისერთა ვიყავი და მშობლებმა დიდებული ქორწილი გადამიხადეს, საქორწილო მოგზაურობაშიც გაგვიშვეს. თინიკო კარგი ადამიანი აღმოჩნდა. ჩემს მშობლებს თბილად და კარგად ექცეოდა, ისინიც ასევე პასუხობდნენ. როცა გოგონა შეგვეძინა, არც მე და არც ჩემს მშობლებს ხმაც არ ამოგვიღია. დედამ მითხრა, ახლა სხვა დროა და აუცილებელი არ არის დედამთილის სახელი დაარქვასო, მაგრამ თინიკომ თავად მოისურვა ბავშვისთვის დედაჩემის სახელი – მარიამი დაერქმია. დედაჩემს ძალიან გაუხარდა და უფრო შეიყვარა ჩემი მეუღლე. სამწუხაროდ, ბავშვი სუსტი დაიბადა, არანაირი დეფექტი არ დაჰყოლია, მაგრამ სუსტი და პატარა იყო. ხშირად ავად ხდებოდა, ჭირვეულობდა, ამიტომ ყველა მასზე ვზრუნავდით. თინიკომაც გვიან გადაწყვიტა მეორე შვილის გაჩენა, მაგრამ გარე ორსულობის გამო, მეორე შვილი დავკარგეთ. მას შემდეგ თინიკო აღარ დაორსულებულა. სიმართლე რომ გითხრათ, გული დამწყდა სხვა შვილი რომ არ მეყოლებოდა, ბიჭის მამობა ძალიან მინდოდა.

– ამის გამო თინიკოს მიმართ ხომ არ შეიცვალეთ?

– დიახ, ერთი პერიოდი ხმას არ ვცემდი, თუ დაველაპარაკებოდი, სულ ირონიით ვესაუბრებოდი, ხშირად უმიზეზოდ ვეჩხუბებოდი, ბოლოს დროებით მეგობართან გადავედი საცხოვრებლად. მამაჩემი რომ არ ჩარეულიყო, არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ჩვენი ამბავი.

– თინიკომ როგორ მიგიღოთ?

– მაპატია ჩემი სიგიჟე და შემირიგდა. მას ძალიან ვუყვარდი და სულ მეუბნებოდა, შენ რომ მიმატოვო ან მიღალატო, თავს მოვიკლავო. აკი მოიკლა კიდეც.

– რას გულისხმობთ?

– იმას, რომ ერთი შეცდომით საყვარელი ქალი დავღუპე, მეძავის გულისთვის ჩემს შვილს დედა მოვუკალი. კერძო ფირმაში ვმუშაობდი, ფულიანი სამსახური მქონდა, ოჯახს ხელის გულზე ვატარებდი, არაფერი აკლდათ. ყოველ შემთხვევაში, თინიკო პრეტენზიული არ იყო, ოჯახსაც კარგად უვლიდა და შვილსაც. სამსახურში საქმეები კარგად მიმდიოდა, ასე რომ, არაფრის დარდი მქონდა. პირიქით, ხანდახან თავს გართობის უფლებასაც ვაძლევდი, ანუ ცოლს ვღალატობდი, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მრცხვენოდა ჩემი საქციელის. ხშირად თინიკოს თვალებშიც ვერ ვუყურებდი, მაგრამ ქალი თუ მომეწონებოდა, ცდუნებას ვერ ვუძლებდი. სწორედ ამ ცდუნებამ დამღუპა კიდეც.

ყველაფერი ზაფხულში დაიწყო, როდესაც ჩემი ცოლ–შვილი დასასვენებლად წავიყვანე. ზღვაზე ჩავიყვანე, დავაბინავე და დამშვიდებული დავბრუნდი თბილისში. გზაზე შემთხვევით შევხვდი ორ უკრაინელ გოგონას, რომლებიც თბილისში მოდიოდნენ. მე ჩემი მანქანით მგზავრობა შევთავაზე და თბილისში ერთად ჩამოვედით. გოგონები თავის ნაცნობთან მივიყვანე, თავად კი სახლში დავბრუნდი. გზაში ტელეფონების ნომრები გავცვალეთ, ამაში ცუდი ვერაფერი დავინახე. ორი დღის შემდეგ გოგონებმა დამირეკეს და შეხვედრა მთხოვეს. რამოდენიმე დღე არ მეცალა და შაბათ–კვირას დავუნიშნე შეხვედრა. თავად შევთავაზე ქალაქგარეთ გასეირნება. სტუმრები კახეთში წავიყვანე. თან ჩემი გოგონას ნათლია და ჩემი ბავშვობის მეგობარი ლევანი მახლდა. შაბათ–კვირას ოთხივემ კარგი დრო გავატარეთ. სტუმრებს დავათვალიერებინე ნეკრესის, შუამთისა და ალავერდის მონასტრები. ორშაბათ დილით ჩამოვედით თბილისში.

– მშობლებმა არაფერი გითხრეს?

– მშობლები ცალკე ცხოვრობდნენ, თანაც ისინიც თინიკოსთან ერთად იყვნენ დასასვენებლად. ასე რომ, მათ არაფერი იცოდნენ ჩემ შესახებ. სანამ ჩემი ოჯახი ზღვიდან დაბრუნდებოდა, მე და ლევანიმ ამ უკრაინელ გოგონებთან კარგი დრო გავატარეთ.

– ლევანს ცოლი არ ჰყავდა?

– არა.

– არ გიფიქრიათ, თინიკოს რა პასუხს გასცემდით, როცა ამ ამბავს გაიგებდა?

– არა, მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი, თანაც ამ ქალს თინიკოს არც კი შევადარებდი, რადგან ის ჩემი პირველი სიყვარული იყო. უკრაინელთან კი უბრალოდ ვერთობოდი. მეგონა თინიკო ამას ვერ გაიგებდა, მაგრამ შევცდი. მან ყველაფერი გაიგო, რადგან იმ ქალბატონმა თავად მოუყვა ყველაფერი.

– თქვენმა მეუღლემ როგორ გაიგო ეს ამბავი?

– მან ჩემს ტელეფონზე დარეკა, რადგან რამდენიმე დღეში თბილისიდან მიდიოდა და ჩემთან გამომშვიდობება უნდოდა. მე გასული ვიყავი, ამიტომ მობილურს თინიკომ უპასუხა, რადგან ქალის ხმა იყო და თანაც რუსულად საუბრობდა, ძალიან გაუკვირდა, ბოლოს მიხვდა ყველაფერს. იმანაც აღარ დამალა და ყველაფერი გაირკვა.

– თინიკომ არაფერი გითხრათ?

– როგორ არა, ისეთი სკანდალი მომიწყო, რომ მისგან ამას ვერ მოვიფიქრებდი.

– ტრაგედია როდის დატრიალდა?

– ტრაგედია ამ ამბიდან მეორე დღეს დატრიალდა, როდესაც მას შევხვდი. შევხვდი იმიტომ, რომ მინდოდა მისთვის პასუხი მომეთხოვა, მეკითხა, რაში დასჭირდა წასვლის წინ ჩემი ოჯახის დანგრევა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თინიკო ჩუმად მზვერავდა, აინტერესებდა მას თუ ვნახავდი. ერთად რომ დაგვინახა სულ გადაირია, ვერაფრით დავაჯერე ჩვენი შეხვედრის ნამდვილი მიზეზი. ნამტირალევი და აღელვებული გამოიქცა. ამ მდგომარეობაში დაჯდა საჭესთან და ავარია მოუვიდა. საუბედუროდ, ექიმებმა ვერაფერი უშველეს, გონზეც ვერ მოვიდა ისე გარდაიცვალა. მას ვერც პატიება ვთხოვე. თუმცა დღემდე ვევედრები მის სულს პატიებასა და შენდობას. ამ ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა, მარიამი დღითიდღე იზრდება და ლამაზდება, მაგრამ ყოველთვის მოწყენილია. ვიცი, დედა ენატრება, მეც ძალიან მიჭირს უიმისოდ. ხშირად მარიამი ისეთ კითხვებს მაძლევს, რომ პასუხის გაცემა მიჭირს. განსაკუთრებით ერთ კითხვაზე მიჭირს პასუხის გაცემა, როცა დედა ძალიან მოენატრება ძილის წინ ნამტირალევი და თინიკოს სურათჩახუტებული მკითხავს: მამიკო, დედიკომ რატომ მიგვატოვა?

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1150 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:19 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024