მთავარი » 2010 » აპრილი » 8 » მედალიონი 2
|
თაკო! შენთან სალაპარაკო მაქვს!...ძლივს...კახამ გრძნობების გამხელა გადაწყვიტა. - რაო? - მისმინე თაკო მე.... - იტყვი? თუU გამოვიძახო პატრული? გაეცინა თაკოს. - მიყვარხარ!.. - სიცხე ხომ არ გაქვს? - არა....მიყვარხარ! - მართლა? - კი მართლა!..მიყვარხარ თაკო!...შენ? - შენ ჩემი მეგობარი ხარ კახა! - ვიცი..ვიცი...მაგრამ მომეცი შჰანსი,თავს შეგაყვარებ!. - არამგონია იმსახურებდეს შანსს ბიჭი.რომელიც ამდენი ხანი მატყუებდა და თავს ჩემს მეგობრად ასაღებდა...ნახვამდის!...ეს თქვა თაკომ და გაუჩინარდა.
ლაშა და სოფო ჩახუტებულები მიუყვებოდნენ ვაკის პარკს... - ლაშჰა!..იცი როგორ მიყვარხარ? - ვიცი პატარა ანგელოზო! აკოცა ლაშამ შეყვარებულს. - არა..არ იცი!.... - ვიცი!... - არ იცი! იცი როგორ მიყვარხარ? - როგორ? - ძალიან...ძალიან!...უზომოდ...უსაშველოდ...სიცოცხლეზე უფრო მეტად! - მეც,ჩემო ფერია! - ლაშა! - ხო..რა იყო? - რატომ არასდროს მეუბნები რომ გიყვარვარ? - ეგ ხომ ისედაც იცი!.. - მაგრამ მე მინდა ყოველ წამს მესმოდეს ეგ...ლაშა იცი ჩემთვის რა ძვირფასი ხარ?...ჩემი სიცოცხლე ხარ!@...ჩემი სიხარული... - ჩემთვისაც ძალიან ძვირფასი ხარ ჩემი სიცოცხლევ!...უშენოდ ვერ ვიცოცხლებ? - ვერც მე! ვერასდროს! უშენოდ სუნთქვაც არ მინდა!... - ჩემი პატარა სულელი ბავშვი ხარ...არც კი ვიცი უშენოდ როგორ ვიქნები... - რას ამბობ ლაშა! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით! - ხო...ალბათ....ამოილუღლუღა ლაშამ და გოგონა გულზე მაგრად მიიკრა. ლაშას ფერებაშჰი გაბრუებულ სოფოს არც კი გაუგია სიტყვა – "ალბათ’”...ის ხომ უზომოდ,უზომოდ ბედნიერი იყო.... მეორე დღეს გაკვეთილების შემდეგ გოგოები ლაშას ელოდებოდბენ სკოლის ეზოში. - გოგოებო დიდხანს ხომ არ გალოდინეთ? ჩაეხუტა სოფოს ლაშა. – თაკო რატო ხარ მოწყენილი? - არ ვარ,უბრალოდ დავიღალე...რაღას ველოდებით? - კახა მოვა და წაგვიყვანს მანქანით! - კახა? უსიამოვნება დაეტყო სახეზე თაკოს. კახაც გამოჩნდა...სოფო და ლაშა უკანა სავარძელზე მოკალათდნენ...წინ კახას გვერდით თაკო დაჯდა... მთელი გზა ლაშა და სოფო გართულები იყვნენ ერთმენეთის ალერსში.. - თაკო შჰემორიგდები? - ?! - თაკო შჰემირგდები-მეთქი? ტონს აუწია კახამ თაკომ მოიყრუა... - არა, უთხარით ახლა რამე ამას, თორემ ვისროლე მანქანიდან... - აუ როგორ მეშინია...ძლივს ხმა ამოიღო თაკომ... - შემირიგდი რა! ისევ მოულბა კახას ტონი თაკომ ისევ არ გასცა ხმა...ამ დროს იქვე ერთ ლამაზ ადგილას გააჩერეს...სოფო და ლაშა უცებ გაუჩინარდნენ ბუნებაში..თაკომ და კახამ კი ჩჰხუბით აიკლეს იქაურობა... - როგორ ჩხუბობენ....მაინც ვერ გავიგე რა ვერ გაიყვეს... - ვერც მე ჩემო პატარა...თაკოს არ უყვარს? - იძახის არაო!..საკუთარ თავსაც არ უტყდება,რომ კახა შეუყვარდა... - სოფო... - იცი ამ ქვეყნად არასდროს არ მინახავს შენნაირი გოგო...თითქოს არაამქვეყნიური ხარ, ანგელოზი ხარ!.... - მიყვარხარ ლაშჰ! - მე – უფრო! ამ დროს კი თაკო და კახა გაუთავებლად ჩხუბობდნენ. - თაკო შევრიგდეთ რა..ერთად ვიყოთ...ვერ დავიჯერებ რომ ამ ხნის მანაძინზე,სულ ცოტათი მაინც არ შეგიყვარდი... - მე მატყუერები არ მიყვარდება! - თაკო სხვანაირად არ შჰემეძლო... - არ მიყვარხარ კახა!...და არც არასდროს შემიყვარდები!.. - დავიჯერო? - როგორც გინდა! - მაშინ არ მჯერა! - თავს რომ იტყუებ,არაუშავს! - აუ...თაკო ვიცი რომ მოგწონვარ და ვერ ვხვდები რატომ ვერ მპატიობ იმ პატარა ტყუილს? ბოლოჯერ გეკითხები..გიყვარვარ? - არა! - იცოდე საკუთარ თავს უშავებ მაგით...მიდი მიდი ეგრე გააგრძელე...მაგრამ არ ინანო!... თაკო და სოფო იმ ღამეს სოფოსთან დარჩნენ..ლაშამ ძილის წინ გადმოურეკა სოფოს... - რას შვრებით ფერიავ? - არაფერს...ვიძინებთ უკვე... - ტკბილ ძილს და ლამაზ სიზმრებს გისურვებ ჩემო პატარავ!.. - შენც!..მიყვარხარ - მეც... - დაკიდე!... - არა შჰენ დაკიდე! - არა შჰენ! - არა შჰენ! - მაშჰინ ორივემ! ერთი..ორი...სამი... ლაშჰამ ყურმილი დაკიდა და სეხედა კახას,რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდა.. - რაო,რა გაცინებს? - რეებს ბაზრობ ტო? ეგეთები რომ თაკოს ვუთხრა...ახარხარდა კახა... - სოფო იძახის,ყველა ადამიანს თავისებური სიყვარული შეუძლიაო!.. - სოფო...სოფო....შენს ცხოვრებაშო ეს სახელი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა..ხომ არ გიყვარს? - არ ვიცი კახა...არ ვიცი! შენ რას შვები თაკოსთან? - ხვალ უკანასკნელად დაველაპარაკები და თუ კიდე უარს მეტყვის,თავს დავანებებ,დავიღალე რა!. - სიყვარულის დღეს უმიზნებ? - აბა რა!.. ხოდა გათენდა ნანატრი სიყვარულის დღეც-15 აპრილი...სოფომ თვალი გაახილა თუ არა თაკო გააღვიძა... - თაკო გილოცავ! გილოცავ! - რას მილოცავ? თვალის გახელაც კი ეზარებოდა თაკოს. - სიყვარულის დღეს სულელო!@... - Eაუ ერთი შენ მოგცლია რა!...თაკო გადაბრუნდა და ძილი განაგრძო.. სოფოს კარზე კაკუნი გაისმა. გააღო კარი სოფომ და ულამაზესი შავი ვარდები დახვდა კართან.. @” სიყვარულის დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო ფერია!...” წერდა ლაშა. დაახლოებით 12 საათისთვის თაკომაც აწია თავი..გოგონები მოწესრიგდნენ და ტელევიზორის საყურებლად დასხდნენ...უცებ ისევ გაისმა კარზე კაკუნი...ისევ ვარდების თაიგული... " თაკო გილოცავ! ქვემოთ ჩამოდი,გელოდები!...კახა” - იდიოტი! - თაკო ჩადი დროზე,გელოდება! - აუ მოვიკლავ თავს რა!...ამ ვარდებს უკან ჩავუტან! - კარგი ჩადი!...მიდი და ჭკვიანად მოიქცი სიხარულო! თაკოც სულ ბუზღუნ-ბუზღუნით ჩავიდა... - როგორ ხარ თაკო? - მშვენივრად ვიყავი,სანამ ამ ბალახს მომიტანდი!... - ეს ბალახი შენი საყვარელი ყვავილებია!...რა არა? - არა მეზიზღება! - ისევე,როგორც მე ხო? თაკო დღეს მართლა უკანასკნელად გიმეორებ...მიყვახარ!...და თუ – შენც,მაშინ ერთად ვიყოთ!... - არ მიყვარხარ! - აბა? გეზიზღები? მიპასუხე თაკო. - ?! - გეზიზღები-თქო? - ?! - მიპასუხე და ამწუთასვე წავალ... - არა კახა არ მეზიზღები! ხმა მოულბა თაკოს. - გიყვარვარ? - ?! - თაკო გიყვარვარ? - ხო... ძლივს ეს წყვილიც შედგა... საღამოს 5 საათისთვის ეს ორი ლამაზი და ბედნიერი წყვილი სიყვარულის დღის აღსანიშნავად წავიდნენ.ლაშა და სოფო განმარტოვდნენ..ლაშამ ამოიღო ლამაზად შეფუთული ყუთი და შეყვარებულს გაუწოდა... - ღმერთო!... ლაშჰა!... რა ლამაზია... - ჩჰვენი ინიციალებია ამ მედალიონზე!...გთხოვ სულ თან ატარე,სანამ გეყვარები... - გპირდები სიკვდილამდე თან ვატარებ...ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს....მხოლოდ სიკვდილი,ჩემო ცხოვრებავ! - სუ! სუ,რას ამბობ სულელო ბავშვო!...ხმა არ ამოიღო!...ლაშა მოუახლოვდა სოფოს და.... ეს მათი პირველი კოცნა იყო...მათი სიყვარულივით უმანკო და წმინდა. საღამოც მიიწურა...გოგოები სახლამდე მიაცილეს... - თაკო სახლში ამომყევი რა!.. გთხოვ,რაღაც ცუდად ვარ!.. - კარგი,ავიდეთ...კარგი საღამო იყო ხო? - კი... - იცი ძალიამ ბედნიერი ვარ მეც!... - ?! - შენ რას იტყვი? - ?! - სოფო ცუდად ხარ? - თაკო მე...მე.. სიტყვა ვეღარ დაამთავრა სოფომ და გული წაუვიდა... გონს რომ მოვიდა,უკვე საავადმყოფოში იყო..ექიმს კი, დიაგნოზი დასმული ჰქონდა... რამდენიმე საათში ლაშაც მოვიდა საავადმყოფოში... - ჩემო სიცოცხლევ როგორ შემაშინე...როგორ ხარ? რა გჭირს? - ლაშა...სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ...ცრემლები წამოუვიდა სოფოს. - რა მოხდა ჩჰემო პატარა,რატომ ტირი? - ლაშჰა...ექიმმა მითხრა,რომ სარკომა მაქვს... - ეგ რას ნიშნავს? - ეგ სიმსივნეა...რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დამრჩა...ატირდა სოფო ლაშა დიდხანს იდგა გაშტერებული,თითქოს ადგილზე გაქვავდაო... ბოლოს ადგა და შეშლილივით გავარდა პალატიდან.
რამდენიმე დღეში სოფო საავადმყოფოდან გამოწერეს.მის მოსანახულებლად კახა და თაკო ავიდნენ. - ლაშა? ლაშა სად არის? - სოფო დამშვიდდი და მომისმინე!...ლაშა გაემგზავრა.. - სად? როდის? - მოსკოვში...მამასთან... - მალე ჩემოვა? - სოფო ლასჰა იქ სასწავლებლად წავიდა და ალბათ დიდხანს არ ჩამოვა... ძლივს ამოთქვა კახამ.. - კი არ წავიდა,გაიქცა...შენი ძმაკაცი ნამდვილი ნაგავია!..თავი ვერ შეიკავა თაკომ. - წავიდა?...გაიქცა?..როგორ..აბა ის სიყვარული..ის ლამაზი სიყვარული,რაც ჩვენს შორის იყო?!...ის მოფერება...ის სიტყვები...ატირდა სოფო... - არა არა...ვიცი მალე ჩამოვა,დიდი ხნით არ მომატოვებს... სოფოდან როგორც კი წამოვიდნენ თაკომ თავი ვეღარ შჰეიკავა და ატირდა... - სად წავიდა,სად,როცა ასე ძალიან სჭირდება სოფოს მისი თანადგომა?!...ხომ უყვარდა? - არ ვიცი თაკო,თავიდან კი ატყუებდა,მაგრამ მერე მართლა შეიცვალა ყველაფერი...ლაშას სულ სოფოს სახელი ეკერა პირზე...სულ მასზე ფიქრობდა...მისმა უეცარმა გამგზავრებამ მეც ძალიან გამაკვირვა... სოფო დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა...სახეზე ფერი აღარ ედო...ჯერ ავადმყოფობისგან და შემდეგ კი ლაშას მოლოდინში მთლად დაილია... - " ლაშა,ჩემო სიცოცხლევ, სამი კვირა გავიდა,შენ კი არ ჩანხარ...იქნებ პრობლემები გაქვს?!...უზომოდ მომენატრე,ჩემო ცხოვრებავ!...მე დღითიდღე უფრო უარესად ვარ...ისეთი სიცარიელის შეგრძნება მაქვს...სულ თავბრუ მეხვევა და გულიც საშინლად მჩხვლეტს ხოლმე...ექიმები იმედს არ მაძლევენ..მეშინია...შეიძლება ვერც ჩამომისწრო...უკვე შევეგუე იმ აზრს,რომ მომავალი აღარ მექნება...ვერასდროს გავხდები ცოლი...დედა...ბებია....მაგრამ სიკვდილის წინა დღეებში მინდა ჩემთან იყო.....ჩემო სიცოცხლევ რა ბედნიერები ვიყავით...როგორ გვიხაროდა...ასე უეცრად რატომ წახვედი? ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში ეს სიყვარული და მოგონებებია....ხომ მოხვალ ლაშ? ხომ დაბრუნდები? ....წუთს წუთი ემატება....საათს – საათიი....უშენოდ წამიც საუკუნედ მექცა...დრო ისე მიიზლაზნება...ყოველ დღეს ფანჯარასთან ატუზული ვაღამებ...იქნებ მოხვიდე?!....ყოველი დღე შენზე ფიქრით გადის...ყოველი წამი შენს მოლოდინში ილევა....ჩემო ცხოვრებავ მალე ჩემოდი რა...უსაშველოდ მომენატრე!!!!...” - დაწერა სოფომ და ფურცელი დახია..შემდეგ ისევ მიუჯდა ფანჯარას.... ...ლაშამ სოფო მიატოვა,უსასველოდ...უმწეოდ...უსასოოდ...თუმცა განშორება ვერსა აკლებს სიყვარულს...როცა ვერ ხედავ უფრო გენატრება...და რამდენად დიდია მონატრება,იმდენადვე დიდია სიყვარულიც...მათ ერთმანეთი უყვარდათ,უყვარდატ ნაზი,მძლე სიყვარულით...თუმცა ლაშჰა გვიან მიხვდა ამას...მასაც არ ასვენებდა სოფოზე ფიქრი...თვალწინ სულ მისი თაფლისფერი თვალები ედგა,რომლებიც თხოვდნენ - არ მიმატოვოო...სიზმრებში,ფიქრებში ყველგან სოფოს ხედავდა...ზედმეტად თავისუფალი,ავარდნილი გოგოების შემდეგ სოფომ ათინათივით შეანათა ლაშას ცხოვრებაში...მთელი გული და სული სითბოთი და სიყვარულით ამოუვსო....რატომ დატოვა ლაშამ თავისი პატარა ფერია?!.....რატომ?...ნუთუ სოფოს ახლოს მყოფმა სიკვდილმა შეაძრწუნა?!....კი,მაგრამ მაშინ სოფოს რაღა ექნა? ეს ხომ მისი სიცოცხლე ილეოდა...თანაც ლაშას გარეშე!!!....ლაშას უამრავი კითხვა ერია გარს...არ უყვარდა სოფო და მაგიტომ მიატოვა?...-რა სისულელეა!...ის უბრალოდ დაიბნა,გრძნობებში ვერ გაერკვა... ერთ დღეს თაკო სოფოსთან ავიდა... - როგორ ხარ,სოფ!..აკოცა თაკომ დაქალს. - რა ვიცი აბა...სიზმარში ლაშა ვნახე...ხოდა არამიშავს!... - რამე გტკივა? - თავი..ძვლები...მუცელი...და...გული!.... - გულიც? - ყველაფრის ტკივილს გავუძლებ,მაგრამ გულის ტკვილი ყველაზე საშინელი ყოფილა... - სოფო ძალიან გახდი ჩემო პატარა... - ხო..ლაშას ხომ არ დაურეკავს? - არა!.. - აქაც არ რეკავს...ალბათ იქიდან არ ირეკება.... - ალბათ...ცრემლებს ვეღარ იკავებდა თაკო. - თაკო იცი ლაშას ნაჩუქარი მედალიონი სულ გულთან მაქვს მიხუტებული...თითქოს ძალას მმატებს...ნეტავ როდის ჩამოვა? მალე? - სოფო! ლაშამ მიგატოვა,აღარ ჩამოვა!..წავიდა..ლაშა ნაგავია!...დაივიწყე გევედრები!...ვეღარ ვუყურებ შენს წამებას,ნუღარ ელოდები...ლაშა აღარ ჩამოვა!...ყვიროდა თაკო. - არა! არა!..ლაშას ვუყვარვარ!.. - რომ ყვარებოდი არ მიგატოვებდა!...თავს ნუ იტანჯავ!.. - არა არა!...ტიროდა სოფო.... უეცრად ორივე გაჩუმდა...თაკო მივიდა და ჩაეხუტა დაქალს... - მაპატიე ჩემო სიხარულო,უბრალოდ არ მინდა იტანჯებოდე..ძალიან მიყვარხარ...ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება შენს გარეშე...შენი კისკისის გარეშე ერთო წამითაც არ მინდა სიცოცხლე....მაპატიე,ხომ იცი ძალიან მიყვარხარ.. - ვიცი..ვიცი..მეც ძალაინ მიყვარხარ... ორივე ტიროდა,,,ბავსვობის მეგობრებს,რომლებსაც ერთი საათიც კი უჭირდათ უერთმანეთოდ,ახლა სიკვდილი აშორებდა... 13 ივლისი.15/05სთ. "...ლაშა უკვე თვენახევარი გავიდა...შენ კი არ ჩანხარ...სად ხარ,ჩჰემო სიხარულო,სად?...ისე მომენატრე, შენზე ფიქრებს უკვე ტირილამდე მივყავარ...კალენდარს უკვე მერამდენე დღე მოსწყდა...რამდენი ლოდილიტ სავეს წამი გაილია..შენგან კი არაფერი ისმის..ერთადერთი ახლა რაც მაცოცხლებს მოგონებებია...თვალს დავხუჭავ-ხოლმე დ აიმ ლამაზ დღეებს ვიხსენებ...მთელი ჩემი არსება სიყვარულითა და ტკივილითაა გაჭღენთილი..ლამის გამისკდეს გული...მაგრამ იმედი არ დამიკარგავს...მითხარი ხომ მოხვალ?...მე მჯერა შენი!...” 14 ივლისი.11/00სთ. "...ჩემო ცხოვრებავ,დღეს ექიმთან ვიყავი...მდგომარეობა გამიუარესდა...ძლივს დავდივარ და სუნთქვის დროსაც საშინელ ჩხვლეტას ვგრძობ გულში...ზოგჯერ კი თვალებზე რაღაც ნისლივით გადამეკვრება-ხოლმე და მერე უცებ ყველაფერი ბნელდება...როგორ მინდა ჩემთან იყო...ძველებურად გულში გყავდე ჩახუტებული და შენი სუნთქვა მესმოდეს....სად ხარ?....სად!.....” დღეები კი გადიოდა...სოფოს მდგომარეობა მართლაც დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა...მთელი დღეები იჯდა და წერდა..თაკო გვერდიდან არ შორდებოდა დაქალს,კახაც ხშირად ადიოდა მის სანახავად და ანუგეშებდა სოფოს... - თაკო იცი ახლა მახსენდება ერთი მოთხრობა რომელიც,ორი წლის წიn..
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1434 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 29 სტუმარი: 29 მომხმარებელი: 0 |
|
|