მე შენს თვალებზე შემიძლია ლექსების წერა,
ფიქრით და წერით გადავიღალო გული და ხელი,
მე შენს თვალებზე შემიძლია შევთხზა სიმღერა,
მაგრამ არასდროს აღარ გითხრა მიყვარხარ მეთქი!
მე შემიძლია შენს ხატებას კერპი ავუგო!
და შემიძლია ავაშენო შენთვის ტაძარი,
მაგრამ ხმამაღლა შენს სახებას არ ვცე თაყვანი!
მე შემიძლია შენს თვალებსაც დავცინო ჩუმად,
და შემიძლია მაგ სილამაზეს სულაც ვქირდავდე,
და მე ხმაურით წაგიკითხო ლექსი და ხოტბა,
მაგრამ ძალიან ფაქიზად და ჩუმად მიყვარდე!...
|