როგორ ახერხებთ კინოში მუშაობასა და დიასახლისობას შორის ბალანსის შენარჩუნებას?
- რა თქმა უნდა ძალიან ძნელია ამ ორ პარალელურ სამყაროს შორის ცხოვრება. საკუთარ თავს არნახული სიამოვნება მივანიჭე და როცა დედა გავხდი 2 წლით უარი ვთქვი კინოში მონაწილეობაზე. ძალიან გამიხარდა რომ მაყურებელმა ჩემი დედობრივი განცდები დაინახა და არ დამივიწყა.
ერთხელ სანდრა ბულოკმა თქვა, არასოდეს დავიჯერებ ჩემი მეგობარი ვარსკვლავების ინტერვიუს მანამ სანამ ისინი პირადად არ მეტყვიან საკუთარ ამბავსო. თქვენც ასე ფიქრობთ?
-როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი ჩემთვის ნაცნობ რეპორტიორთანაც კი, ზუსტად ვიცი რომ ჩემი სიტყვები სხვანაირად დაიბეჭდება. ეს ბუნებრივია.
იყო თუ არა თქვენს კარიერაში რთული პერიოდი, როდესაც კინოდან წასვლა გინდოდათ?
-ყოპილა მომენტები, როდესაც მითქვამს ღმერთო რატომ შევყავი თავი ამ საშინელებაში მეთქი მაგრამ 5 წუთის შემდეგ ეს დამვიწყებია. სირთულე ყველა პროფესიაშია. როლის გამო ყოველდღე ათასგვარი ემოციის გადატანა მიწევს. გამიმართლა რომ ვაკეთებ იმ საქმეს რაც მომწონს და ამაში ფულსაც მიხდიან.
როგორ უვლით სახეს? იდეალურ ფორმაში გაქვთ.
-კარგი განწობა, კარგი კოსმეტიკა და ღიმილი. გენეტიკურადაც ჩემი სახის კანი იდეალურია.ამიტომ ბევრი პროცედური ჩატარება არ მჭირდება. თანაც ჯერ ნაოჭებიც არ მიქმნის პრობლემას.
როგორი მუსიკა მოგწონთ?
-მე რეტრო მუსიკის ფანი ვარ.ვუსმენდი "ბიტლზს", "როლინგ სტოუნზს". მუსიკალური დისკების დიდი კოლექცია მაქვს.
მართალია რომ ჰოლივუდში იღებენ ფილმს თქვენზე,ანუ როგორ გაიზარდეთ ვარსკვლავი მამის ოჯახში?
-ეს მეც წავიკითხე ინტერნეტში. არა მგონია ჩემ გარეშე გაიგონ როგორია ჩემი ცხოვრება. ამიტომ თუ ვინმე დააპირებს ფილმის გადაღებას მე უნდა მომაყოლოს ჩემი ცხოვრება.
რა როლზე ოცნებობთ ყველაზე მეტად?
-ძალიან მინდა, მომღერალი ვითამაშო მიუზიკლში. მინდა გასული საუკუნის 20-30იანი წლების სიუჟეტებშიც ვითამაშო, რადგან ამ ეპოქის კაბები მიზიდავს და მაინტერესებს როგორ მოვირგებ.
|