ლექსი რომელიც მან ინდოეთში ყოფნისას დაწერა...
ლექსი _ შარჟი კინო - ექსპედიციაზე გოაში
1 გადავიღეთ,გადმოვიღეთ გოა , ინდოსტანის სანაპირო როა ... ვეალერსეთ ოკეანის ტალღებს ... ვემეგობრეთ ბალახების ამღებს ... დავდიოდი თავისუფლად ლაღი , მოვიარე kanabis -ის ბაღი ... ჩემზე დაღლილს ვესაუბრე სპილოს ... დავადგინე , რა ფასი აქვს ტილოს ... ხალხი იყო , მომღიმარი , შავი . ძაღლებმაც კი გვიქიცინეს თავი ... კოღოები ზრდიდნენ სისხლის დოზებს . გვაძალებდნენ ,,კამასუტრას" პოზებს ...
2 ფეხები რომ დაუსივდა მიხოს , ეს ექიმის დაკვირვებას ითხოვს . თორემ , ნესტმა დაამძიმა პოლი _ ამბავია , სასწაულის ტოლი ...
ალბათ , რამე დაგიშავე ლელა _ ჩემს გარდაა მობილური ყველა ...
შორენას თუ მოევლება ნეტა?! _ ქეთა იზამს! _ გამოცდილი დედა!..
თუ ჯგუფში გვყავს ერთად , ორი სანდრო , დამიჯერე , არც ერთია სანდო . აქ , ორივე დაემსგავსა თათარს , ,,ბატრ_ჩიქენს" მოუტყნავენ ქათამს !.. ამ მხრივ არის კიდევ , ორი დათო . რუბიკაა единственный зато !!!
აფაქიძემ გაიხსენა ყრმობა , ჰაშიშითაც მოინდომა თრობა და კასკადი წამოვიდა ბოდვის. იმის შემდეგ , დღემდე აზრზე მოდის ...
ბარბაქაძე ბარაკუდას ირტყამს . ერთი კვირა ტვინი უნდა გვიტყნას ...
კიდევ ერთი უცნაური წყვილი , ნინო _ გიორგი , ხაზზე მათი შვილი . მიირთმევდნენ ეგზოტიკურ უხას , გოაშიც კი ყიდულობდნენ ტრუხას...
რომ უსმინოთ ,, აირზენას" ნინოს, გაფრენაზე გადაიღებ კინოს ...
ჟამთ _ აღმწერი გვაკვირდება , კახა , მოსაწონი ვერაფერი ნახა ...
შემოვევლეთ უერთგულეს ავთოს _ ინდივიდუალურობას არ თმობს . ინდოსტანშიც გვიჩალიჩა გემი . ,,თავისუფალს" მანდ მოკითხვა ჩემი !
მაგრამ , უკვე თბილისისკენ , დროა . პაკა , პაკა , დაბოლილო გოა... 2009.მარტი
|