♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » "ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ქმარი აღარ მიყვარს!"
10:24 PM
"ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ქმარი აღარ მიყვარს!"


"ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ქმარი აღარ მიყვარს!"


სამი თვის წინ გავთხოვდი და უკვე განქორწინებაზე ვფიქრობ. რამდენიმე თვის წინ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჩვენი სიყვარული ასე თუ გაქრებოდა. ამის აღიარების მრცხვენია, მაგრამ ქმარი აღარ მიყვარს. მას შემდეგ, რაც ერთად ვართ, იმდენი უარყოფითი თვისება გამოამჟღავნა, რომ გაოცებული ვარ. დავდივარ და სულ იმაზე ვფიქრობ, აქამდე რატომ ვერ შევნიშნე, რატომ ვერ დავინახე, რომ ისეთი არ იყო, როგორადაც თავს მაჩვენებდა–მეთქი. ჯერ ჩემი მშობლებისთვისაც არ მითქვამს, მაგრამ მასთან თავს საშინლად ვგრძნობ. ვერ წარმომიდგენია, მის გვერდით როგორ უნდა ვიცხოვრო.


გათხოვებიდან ძალიან მალე ამეხილა თვალი და მივხვდი, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი. ჩემი ქმარი ისეთი უხეშია, რომ სხვების თანდასწრებით ჩემს შეურაცხყოფას არ ერიდება. საშინელი სიმთვრალე აქვს. ორი კვირის მოყვანილი ვიყავი, როცა ფეხებში სკამი მესროლა. წვივები დალურჯებული მქონდა. მშობლებმა უსაყვედურეს, ახალმოყვანილ ცოლს ასე როგორ ექცევიო. ბოდიში მომიხადა, მაგრამ ბოდიში საქმეს ვერ შველის. მაშინვე მივხვდი, რომ ვიჩქარე, როცა მის წინადადებას დავთანხმდი. იმ დღის შემდეგ უამრავი უარყოფითი თვისება გამოამჟღავნა. ყველაფერზე ბუზღუნებს, ყვირის. კარგი მშობლები ჰყავს. დალევას უშლიან და ამას ვერ იტანს. ამბობს, ცალკე უნდა გადავიდეო.

ერთი პერიოდი ცალკე გადასვლა მეც მინდოდა. ვიმედოვნებდი, რომ ცალკე თუ ვიცხოვრებდით, მისი ხასიათის გამოსწორებას შევძლებდი. იმაზეც ვფიქრობდი, იქნებ სამუშაო იშოვოს–მეთქი. ახლა კი ასეთი ილუზია აღარ მაქვს. ვიცი, რომ ისევ ფუჭად ვოცნებობ. ერთგან იშოვა სამსახური, მაგრამ იქაც დათვრა და უფროსმა გამოაგდო. უთხრა, შენნაირი ლოთები და შარიანები აქ არ მჭირდებაო. არც არავის სჭირდება. ვიცი, რომ მის ხასიათს ვერავინ აიტანს.

ახლა ამოიჩემა, შენს მშობლებს სახლი რომ აქვთ გაქირავებული, ჩვენ მოგვცენ და იქ ვიცხოვროთო. მე რამდენჯერმე გავუმეორე, რომ მშობლებს ამას ვერ ვეტყოდი. თავის დროზე ჩემები მიშლიდნენ, რომ მას ცოლად გავყოლოდი. ახლა კი ის რომ ვუთხრა, სახლი ჩვენ მოგვეცით–მეთქი, ძალიან ეწყინებათ. თანაც იმ ქირის ფულით ჩემს დას ამზადებენ. სხვანაირად მის მომზადებას ვერ შეძლებდნენ. არადა ჩემი და საუკეთესო მოსწავლეა. იმედი მაქვს, რომ ჩემნაირ შეცდომებს არ დაუშვებს და ღირსეულ კაცს შეიყვარებს. ქმარს გასაგებად ავუხსენი, რომ ასეთ რამეს მშობლებს ვერ ვთხოვდი. მან კი დაიჟინა, უნდა უთხრაო. ვერაფერი შევაგნებინე. მასზეა ნათქვამი, შეაყარე კედელს ცერცვიო.

რამდენიმე დღის წინ ჩემი ძმის დაბადების დღე იყო. მისალოცად მივედი. სანამ ჩემი ქმარი ძალიან დათვრებოდა, მანამდე რაღაც მოვიმიზეზე და წამოვედი. არ მინდოდა, რომ ნათესავებს მისი აუტანელი სიმთვრალე ენახა. იქიდან სამარშრუტო ტაქსით წამოვედით. გზაშიც გააგრძელა იმაზე ლაპარაკი, რომ ის ბინა ჩვენ უნდა დაგვითმონ. ისევ გასაგებად ავუხსენი, რომ იმ ბინის იმედი არ უნდა ჰქონოდა. მან კი ჩემს მშობლებზე საშინელი სიტყვები თქვა. გავჩუმდი, არ მინდოდა, რომ ხალხის გასაგონად მელაპარაკა. მან კი თავისი გააგრძელა. ხმა რომ არ გავეცი, გინება დამიწყო. ერთ–ერთი მგზავრი გამომესარჩლა. უთხრა, აქ შვილთან ერთად ვზივარ, რატომ იგინებიო. ჩემმა ქმარმა უხეშად უთხრა, რა შენი საქმეა, ჩემი ცოლია და, რაც მინდა, იმას ვუზამო. მე ვერ მოვითმინე და შევეპასუხე, ვუთხარი, ვერაფერსაც ვერ მიზამ–მეთქი. ქმარმა მძღოლს მანქანა გააჩერებინა და ხელი მომკიდა, მიმათრევდა, ახლავე ქვემოთ ჩამოდი და თუ ვერაფერს გიზამ, ამასაც გაჩვენებო. ერთმა ქალმა ხელი წაავლო და უთხრა, ვერსადაც ვერ ჩაიყვან, შენ ჩაეთრიეო. მძღოლმაც ხელი მოკიდა და მანქანიდან ჩააგდო. მე სახლამდე მიმიყვანეს. ჩემს მამამთილს დავურეკე და კორპუსთან დამხვდა. ცოტა ხანში ისიც მოვარდა. პირდაპირ მეცა და ცემა დამიპირა. ჩემმა დედამთილმა კარი მოუკეტა. უთხრა, სახლში ვერ შემოხვალ, აქედან წადიო.

აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ მისგან შვილის გაჩენაც კი არ მინდა. დაორსულების მეშინია. ჩემებს ვერ ვუბედავ იმის თქმას, რომ აქედან წამიყვანონ. ის სიყვარული, რაც ქმართან მაკავშირებდა, საერთოდ გამიქრა, მისი დანახვა, ხმის გაგონებაც კი მზარავს. ყოველ დილით გეგმებს ვაწყობ, რომ დედაჩემს ყველაფერი ვუთხრა, მაგრამ მისი რეაქციის მეშინია. აუცილებლად მეტყვის, ხომ გეუბნებოდიო. მე კი სწორედ ამ სიტყვების მეშინია...
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1121 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 4:03 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024