♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » "ქმარი მის საყვარელს არ დავუთმე!"
1:14 PM
"ქმარი მის საყვარელს არ დავუთმე!"

ჩემმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ ამ დროში ყველაფერი შეიცვალა, თავდაყირა დადგა. მაგალითად, ადრე ქალები, ვისაც ცოლიან მამაკაცებთან ჰქონდათ ურთიერთობა, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ამ ურთიერთობის შესახებ არავის გაეგო. ახლა კი პირიქით – ქალები ცდილობენ, რომ მათი საყვარლების ცოლებმა სიმართლე გაიგონ. ამისთვის არაფერს ერიდებიან.

მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ყოველ შემთხვევაში, მეგონა, რომ ყველაფერი რიგზე გვქონდა. ჩემი უფროსი ვაჟი სტუდენტია, მეორე შვილი სკოლას ამთავრებს. ამ ასაკში ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ქმარი სხვა ქალით იქნებოდა გატაცებული. როცა შედარებით ახალგაზრდები ვიყავით, მაშინაც კი არ უღალატია ან შეიძლება, ვინმესთან კიდეც მღალატობდა, მაგრამ მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩვენ შორის სხვა ქალი ჩადგებოდა.

ერთხელ ჩემი მეგობარი აღმოჩნდა მძიმე სიტუაციაში. ქმარმა უღალატა. ეს მისთვის მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. მე და ჩემი მეუღლე მაშინ მის გვერდით დავდექით. ჩემი მეუღლე მის ქმარს ამტყუნებდა, ამხელა კაცი როგორ შეცდა, ეს რატომ გააკეთაო. იმ კაცსაც შეხვდა და უთხრა, გონს მოეგე, ცუდად იქცევიო. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.

ჩემი ქმრისთვის უცნაურობები არ შემინიშნავს, არც ხასიათი შეცვლია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ჩვეულ რიტმში განვაგრძობდით ცხოვრებას. ჩვენს ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა. რამდენიმე თვის წინ, კონკრეტულად კი იანვრის ბოლოს, ტელეფონმა დარეკა. ყურმილი რომ ავიღე, ქალმა ჩემი მეუღლე იკითხა. ვუპასუხე, სახლში არ არის–მეთქი და ტელეფონი დავკიდე. ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ჩემი ქმარი ერთ–ერთ უნივერსიტეტში ასწავლის. მასთან კოლეგები და სტუდენტები ხშირად რეკავენ.

ამ მოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა კიდევ დამირეკეს და ჩემი მეუღლე იკითხეს. როცა ვუთხარი, სახლში არ არის–მეთქი, ის ქალი ისე შეწუხდა, რომ ვკითხე, ვინ ბრძანდებით–მეთქი. მიპასუხა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი ვარო. ძალიან გავბრაზდი, ვუთხარი, ჩემზე ახლობელი არ იქნებით, მითხარით, ვინ ხართ–მეთქი. მან ტელეფონი გათიშა. მაშინ არ მიეჭვიანია, უბრალოდ გავბრაზდი. ვფიქრობდი, ქმარს აუცილებლად ვკითხავ, ვინ იყო–მეთქი, მაგრამ იმ დღეს ჩემმა შვილმა ხელი დაიწვა, მდუღარე წყალი გადაესხა და ისე ვინერვიულე, აღარავინ მახსოვდა. რამდენიმე დღე გავიდა და ისევ დამირეკა. ხმა მეცნო და სანამ ვეტყოდი, ჩემი ქმარი იყო თუ არა სახლში, ვუთხარი, ვინ ხართ–მეთქი. მცირე პაუზის შემდეგ მიპასუხა, ერთმა ქალბატონმა მასთან რაღაც გამომატანა და უნდა გადავცეო. ახლა იმ "ქალბატონით" დავინტერესდი. ვუთხარი, ვინ არის და რა გამოგატანათ–მეთქი. ეს კი უკვე თქვენი საქმე არ არისო, მითხრა და ტელეფონი გამითიშა. იმ საღამოს ქმარს გაბრაზებულმა ვკითხე, ის ქალი ვინ არის და რატომ გირეკავს–მეთქი. ჩემი მეუღლე, ცოტა არ იყოს, დაიბნა. ბოლოს კი მიპასუხა, ეტყობა, რომელიმე სტუდენტია, რომელსაც გამოცდაზე ნიშანი არ დავუწერე და ჩვენს განერვიულებას ცდილობსო. რა თქმა უნდა, დავუჯერე.

რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ დამირეკეს, ამჯერად უკვე ჩემს მობილურ ტელეფონზე. ისევ იმ ქალმა ჩემი მეუღლე იკითხა. ვუთხარი, თუ ჩემს მეუღლეს ასე კარგად იცნობთ, მის მობილურზე რატომ არ რეკავთ–მეთქი. მითხრა, კარგად რომ ვიცნობ, შენი მობილურის ნომერიც ამიტომ ვიციო. ვკითხე, ბოლოს და ბოლოს მითხარი, ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა–მეთქი. მან კი თავხედურად მიპასუხა, შენგან ის მინდა, რომ ჩვენ შორის არ ჩადგეო. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დღეში ჩავვარდებოდი. ვუთხარი, რას ჰქვია, თქვენ შორის ვდგავარ, ჩემი ქმარია და ჩემი შვლების მამა, შენ ვინ ხარ, რომ ჩვენზე ასე ლაპარაკობ–მეთქი. პასუხი ისევ თავხედური იყო, უსინდისობაა, შვილებით რომ მანიპულირებ და ქმარს ამით ახრჩობ, ვეღარ უნდა მიხვდე, რომ არ უყვარხარო და ტელეფონი გათიშა.

დაფიქსირებულ ნომერზე რამდენჯერაც ვცადე გადარეკვა, გათიშული აღმოჩნდა. ეტყობა, იმ ნომერს მხოლოდ მაშინ რთავდა, როცა ჩემთან დარეკვა სჭირდებოდა.

ქმართან სერიოზული ჩხუბი მომივიდა. ის მადანაშაულებდა, რომ რაღაცეებს ვიგონებდი და ჩემი ეჭვები უსაფუძვლო იყო. მერე მეზობლის დედამაც მითხრა, შვილო, ხომ არ გაგიჟდი, შენს ასაკში რაღა დროს ეჭვიანობააო. მეც დავმშვიდდი და თავი მოვიტყუე, რომ ჩემი ქმრისგან გამწარებული სტუდენტი რეკავდა.

ორი თვის წინ მეუღლე დასვრილი შარვლით მოვიდა. მითხრა, შარვალზე ყავა დამეღვარაო. ავიღე, რომ გამერეცხა. სანამ სარეცხ მანქანაში შევდებდი, ჯიბეები მოვუსინჯე, რომ არაფერი შემყოლოდა. როგორც წესი, მეუღლის ჯიბეში ხელს არ ვყოფ და ყოველთვის ვეუბნები, რამე თუ გაქვს, ამოიღე–მეთქი. იმ დღეს კი მისთვის რამის თქმა საჭიროდ არ ჩავთვალე. ჯიბეში რაღაც ქაღალდისმაგვარი იდო. ვიფიქრე, ეტყობა, რაღაც საბუთი დარჩა–მეთქი. საბუთის ნაცვლად კი ქალის სასიყვარულო წერილი აღმოჩნდა. ძალიან წვრილი ასოებით ეწერა, რომ ჩემი მეუღლე ძალიან უყვარდა, რომ ის ზღაპრული მამაკაცი იყო და მასთან ერთად არაჩვეულებრივ დღეებსა და ღამეებს ატარებდა.

წერილი რამდენჯერმე წავიკითხე. დაჯერება არ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ძალ–ღონე მოვიკრიბე და ქმართან გავვარდი. წერილი თვალებზე ავაფარე და პასუხი მოვთხოვე. ფერი დაკარგა, დაიბნა. ვუთხარი, ჩემს მოტყუებას ნუღარ შეეცდები, ბოლოს და ბოლოს გამაგებინე, ვინ არის ის ქალი და შენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს–მეთქი. ქმარი იძულებული გახდა და ყველაფერი აღიარა. მართლაც მისი სტუდენტი აღმოჩნდა, მაგრამ არა – ჩაჭრილი და გარიცხული, არამედ "პრივილეგირებული"...

ქმრის პატიება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ვაპატიე და იცით, რატომ? ის ქალი არ გავახარე! მივხვდი, ჩემთან სპეციალურად რეკავდა, ქმრისთვის ეჭვიანობის სცენები რომ მომეწყო, მისთვის თავ–პირი დამეკაწრა და ქმარს ჩემთან ცხოვრება გაუსაძლისად მოსჩვენებოდა. ჩემთან პრობლემებით დაღლილს კი იმ ქალთან მიერბინა და მის "მშვიდ" სარეცელზე ტკბილად დაეძინა. ბუნებით ეჭვიანი არ ვარ და მის პროვოკაციას არ ავყევი. ტელეფონით რომ დამირეკა და მითხრა, ჩვენ შორის დგახარო, არც მაშინ ავყევი და ქმართან ურთიერთობა მოვაგვარე.

ქმარმა მითხრა, მთხოვდა, რომ სულ მის გვერდით ვყოფილიყავი, თავს მაცოდებდა, რომ უჩემოდ ვერ ძლებდაო. ერთხელ მასთან დაშორება გადავწყვიტე, მაგრამ თავი მოიწამლა და დაქალმა შემთხვევით გადაარჩინაო. რა თქმა უნდა, ის ქალი ატყუებდა, ვითომ მის გარეშე სიცოცხლე არ უღირდა. ბოლოს ჩვენ შორის ჩადგომა რომ ვერ მოახერხა და ეჭვიანობით ვერ გამაგიჟა, ჩემს ქმარს შარვალზე ყავა "შემთხვევით" გადაასხა. იცოდა, რომ შარვალს აუცილებლად გავრეცხავდი და იმ წერილს ვიპოვიდი. ჩემი მეუღლეც არ არის უტვინო და არც ჩვენი სიყვარული გახუნებულა ისე, რომ ვიღაცამ დაგვაშოროს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ ქალს თავისი ადგილი მივუჩინე. ახლა გავიგე, საბუთებს აგროვებს, რომ საბერძნეთში წავიდეს. თურმე დედაც იქ ჰყოლია. ძალიან კარგი, წაბრძანდეს!

ამ წერილს ყველა იმ ქალისთვის ვწერ, ვისაც ეჭვი აქვს, რომ ქარს საყვარელი ჰყავს. ძალიან გთხოვთ, ეჭვიანობის სცენებს ნუ მოაწყობთ, ქმარს ნუ უბიძგებთ, თავქუდმოგლეჯილი ვიღაც ქალთან გავარდეს და თავშესაფარი მასთან იპოვოს. პირიქით, მოთმინებით აღიჭურვეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ იმ ქალებზე მაღლა დადგეთ. ხომ ხედავთ, ჩემი ქმრის საყვარლის მსგავსი ქალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცოლებმა სიმართლე გაიგონ და მოღალატე ქმრები სახლიდან გაყარონ. მათაც ეს უნდათ, რომ მერე ხელი მაგრად ჩასჭიდონ და აღარსად გაუშვან. შეიძლება მოღალატე ქმრების შენარჩუნება არც ღირდეს, მაგრამ სხვის ქმრებზე მონადირე ქალებიც არ უნდა გავახაროთ!

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1149 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 asda  
0
dzma skype - Crimsjkee damamate aucileblad sakme makvs seriozuli admin

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:12 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024