მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით, როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე, და ქალწულების კრთომით, მორცხვობით მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე; მე დაგყურებდე ტრფიალებითა, შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს; მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს. ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა. ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა შენის სიწმინდით ვიგერიებდე...
|