♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა, ჩემი სიძე გახდა
1:09 PM
კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა, ჩემი სიძე გახდა

ცხოვრება, მართლაც რომ სურპრიზებით არის სავსე. არავინ იცის, ვის რა მოელის მომავალში, თორემ, რაღაცას შეცვლიდა. ყოველ შემთხვევაში, ქალბატონი მერი იმ საბედისწერი დღეს აუცილებლად შეცვლიდა, რომელიც დღესაც კოშმარივით ახსენებს თავს.



ქალბტონი მერი, 40 წლის:

– ყველაფერი ზაფხულის საღამოს დაიწყო, როცა მე და ჩემი შვილი ნათია ზღვაზე მატარებლით მივდიოდით. საერთო ვაგონით ვმგზავრობდით. ბევრი ხალხი იყო და ვაგონში საშინელი სიცხე იდგა, სუნთქვა ჭირდა. მიუხედავად ხმაურისა და სიცხისა, ნათიამ მაინც ჩათვლიმა, მაგრამ მე თვალიც ვერ მოვხუჭე. ხალხს ვათვალიერებდი, ვუყურებდი როგორ ფუსფუსებდნენ, როგორ ეცნობოდნენ ერთმანეთს. უცებ თვალი ერთ მამაკაცს მოვკარი, რომელიც საშინლად ჰგავდა ერთ ადამიანს. დიდხანს ვუყურებდი, მინდოდა თვალი ამერიდებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ჩემს ვაგონში ის ადამიანი იჯდა, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა. ვუყურებდი და გული ამოვარდნაზე მქონდა. ის საერთოდ არ იყო შეცვლილა. თმა, როგორც ყოველთვის ხშირი, მაგრამ ოდნავ ჭაღარაშერეული ჰქონდა. მისი შავი თვალები ისევ ისე ბრწყინავდნენ, როგორც 20 წლის წინ. გურამი უფრო გალამაზებული და დავაჟკაცებული მეჩვენა. მას ვუყურებდი და ფიქრები თავისით ამეშალა. ჩემი განვლილი ცხოვრება თვალწინ დამიდგა. იყო დრო, როცა მე და გურამი შეყვარებულები ვიყავით. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გურამი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი არ იქნებოდა. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

– საიდან იცნობდით გურამს?

– ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობდით, სტუდენტობის დროს მის უბანში ბინა მქონდა ნაქირავები. ერთმანეთი გაცნობის დღიდანვე შეგვიყვარდა. გურამის ძმაკაცის სახლში ვიყავი ქირით. გურამი სულ ჩვენს ეზოში იყო. საღამო ხანს გოგოებიც შევუერთდებოდით და გვიანობამდე ვერთობოდით. კარგი დიასახლისი მყავდა და არაფერში არ მზღუდავდა. მეც ვიცოდი, სად იყო ჩემი საზღვარი. უბნის ბიჭები გოგოებს კარგად გვექცეოდნენ. გურამი და მე მთელ დღეებს ერთად ვატარებდით. ინსტიტუტშიც მაკითხავდა, ყველას ეგონა, რომ დავქორწინდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, გურამი დაქორწინებაზე არაფერს ამბობდა, ბოლოს ისევ მე დაველაპარაკე, პირდაპირ დავუსვი საკითხი, მაგრამ ცოლად მოყვანაზე უარი მითხრა. როგორც თავად განაცხადა, ცოლის მოყვანას ჯერ არ აპირებდა. ჩვენ დავშორდით. მისმა სიტყვებმა დამარწმუნა, რომ ის ჩემზე სერიოზულად არსოდეს არ ფიქრობდა. რაიონში სასოწარკვეთილი დავბრუნდი. მშობლებმა არაფერი იცოდნენ ჩემი გრძნობების შესახებ და მალე გარიგებით გამათხოვეს. გათხოვებაზე უარი არც მე მითქვამს, რადგან გურამის დაბრუნების იმედი არ მქონდა.

მთელი ცხოვრება ვცდილობდი ქმრის შეყვარებას, მაგრამ ვერ მოვახერხე. ერთი შვილი შემეძინა. გათხოვებიდან 16 წლის შემდეგ მეუღლე გარდამეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მთხოვნელი მყავდა, მეორედ აღარ გავთხოვდი. ნათიაზე გადავიტანე მთელი ყურადრება. შვილის აღზრდაში ქმრის ნათესავებიც მეხმარებოდნენ. მაშინაც ნათიას მამიდამ მოგვცა საგზური ქობულეთში დასასვენებლად რომ წავსულიყავით.

– მეუღლე როგორ გექცეოდათ?

– ძალიან კარგად, კარგი და თბილი ოჯახი მქონდა, მაგრამ ქმარი არ მიყვარდა. თუმცა, პატივს ვცემდი. ჩემი თავი მძულდა, მისი შეყვარება რომ ვერ მოვახერხე.

– მატარებელში გურამმა ვერ გიცნოთ?

– დიახ მიცნო. ფიქრებში ვიყავი წასული, რომ გურამი ჩემსკენ წამოვიდა. ღიმილით მომიახლოვდა. ჩვენი დაშორებიდან ზუსტად 21 წელი იყო გასული.

– მანამდე არასოდეს გინახავთ გურამი?

– არა, რაც დავშორდით მატარებელში პირველად შევხვდით ერთმანეთს. თუმცა, როგორც გითხარით, ეს კაცი მთელი ცხოვრება მიყვარდა. საუბრისას გავიგე, რომ ცოლს იყო გაშორებული, მაგრამ შვილი არ ჰყავდა. ჩვენი საუბრის დროს ნათიას გაეღვიძა. გურამმა დიდხანს უყურა ჩემს შვილს და კმაყოფილება ვერ დამალა. ნათია მართლაც ლამაზი გოგონა იყო. მივხვდი, რომ გურამს ის მოეწონა.

ქობულეთში გათენებისას ჩავედით, გურამმა ჯერ ჩვენ დაგვაბინავა, მერე კი თავად იქირავა ოთახი. ის ორი კვირა სულ ერთად ვიყავით, ერთად ვსეირნობდით, ერთად ვსადილობდით, დრო შეუმჩნევლად გარბოდა, თბილისშიც ერთად ჩამოვედით. ბედნიერი დღეები მალე დამთავრდა. მე და ნათია რაიონში დავბრუნდით, გურამი კი თბილისში დარჩა. დამშვიდობების დროს გურამსა და ნათიას შორის რაღაცა შევნიშნე, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.

– მაინც რა შენიშნეთ?

– ისინი უცნაურად უყურებდნენ ერთმანეთს, რამაც დამაფიქრა, მაგრამ ეჭვი მალე გავფანტე. ვიფიქრე, მომეჩვენა–მეთქი. თურმე არაფერი მეჩვენებოდა. ჩამოსვლიდან ერთ თვეში ნათია სახლიდან გაიპარა და გურამს ცოლად გაჰყვა. ეს ამბავი რომ გავიგე, ინფარქტი მივიღე. ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი. დღესაც მიკვირს, როგორ გადავრჩი. კოშმარივით გამახსენდება მათი ამბავი. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა, ჩემი სიძე გახდა.

– გურამს არ ესაუბრეთ?

– როგორ არა, გურამმა მითხრა, რომ ნათია მისი დიდი სიყვარელი იყო, რომელიც გვიან აღმოაჩინა. თანაც მთხოვა, რომ ჩვენი ამბავი ნათიასთვის არ მომეყოლა. ხმაც არ ამომიღია. ნათიამ დღესაც არ იცის, რომ მისი ქმარი ერთ დროს დედამისის შეყვარებული იყო.

– ნათიამ როგორ ახსნა თავისი საქციელი?

– სიყვარულით. მითხრა, რომ სიყვარულმა დრო და ასაკი არ იცის. მათ უყვართ ერთმანეთი, ამიტომ ვერაფერს გავხდები. ჩემს შვილს უყვარს თავისი მეუღლე და ბედნიერია, მაგრამ არ იცის, რომ მეც მიყვარს მისი მეუღლე და უბედური ვარ.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1404 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024