♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 4 » კლაუდია შიფერი გოგონას ელოდება
8:56 AM
კლაუდია შიფერი გოგონას ელოდება
კლაუდია შიფერი გოგონას ელოდება

ცნობილი სუპერმოდელი, 39 წლის კლაუდია შიფერი დედობისთვის ემზადება. კლაუდიამ და მისმა მეუღლემ, რეჟისორმა - მეთიუ ვონმა მომავალი შვილის სქესი უკვე იციან და ბავშვისთვის საჭირო ნივთებიც შეიძინეს. მოდელი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ნებისმიერი ორსული ქალის მსგავსად, საჭმელს გულგრილად ვერც ის უყურებს, მაგრამ ცდილობს, კვების ჯანსაღი რაციონი არ დაარღვიოს.

რამდენიმე დღის წინ, კლაუდია და მეთიუ რეჟისორ აარონ ჯონსონის ფილმის Kick-Ass პრემიერაზე ბრედ პიტთან ერთად მივიდნენ, რომელიც პრემიერაზე ანჯელინა ჯოლის გარეშე გამოცხადდა. გეომეტრიული პრინტებით დამშვენებულ გრძელ სვიტერში გამოწყობილი მოდელი შესანიშნავად გამოიყურებოდა. 


თემატური ნიუსი:
ორსული კლაუდია Kick-Ass - ის პრემიერაზე

ჟურნალისტებთან საუბრისას ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მაისის დასაწყისში გოგონას ელოდება. "ბავშვის სქესი ახლახან გავიგეთ და ცოტა არ იყოს, აღელვებულები ვართ". 






ცოლ-ქმარს ბავშვის სახელზე ჯერ სერიოზულად არც უფიქრია. უფრო ადრე, კლაუდიამ ერთ-ერთ ინტერვიუში გულწრფელად აღიარა, რომ მესამე ორსულობის დროს უჩვეულო სურვილები გაუჩნდა. "ნებისმიერი ქალის მსგავსად, მეც რაღაც კონკრეტული საკვების მიღება მინდება. სულ ლუდის (უალკოჰოლო) დალევის სურვილი მაქვს", - დასძინა მოდელმა. მეთიუ ვონი ბოლო ხანებში ცოლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო სერიოზულადაა შეშფოთებული. 

მისი აღელვების მიზეზი კლაუდიას თაყვანისმცემლები არიან, რომლებიც მათ სახლში შეჭრას ხშირად ლამობენ. ცოტა ხნის წინ, მეთიუმ სამზარეულოში უცნობი მამაკაცი აღმოაჩინა. მეთიუმ სიმშვიდე შეინარჩუნა, პოლიციას არ მიმართა და ცოლის ფანს ჭიქა ჩაიც კი შესთავაზა. კიდევ ერთმა ფანატმა ქალბატონმა კლაუდიას ერთი ბოთლი საკუთარი სისხლი მიართვა... "გიჟები მუდამ თან დაგვდევენ. მე ცნობილი ადამიანი არ ვარ, მაგრამ მეუღლის გამო სერიოზულად ვღელავ, რადგან ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა დაემართა ჯონ ლენონს", - ამბობს რეჟისორი.




გოგონა კლემენტინას კი კლაუდიას მინი ვერსიდად მიიჩნევენ
იქნება თუ არა მეორე გოგონაც ნამდვილი სუპერმოდელი სულ მალე ვნახავთ


კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1299 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შაბათი, 2024-04-20, 1:50 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024