ჯენიფერ ლავ ჰიუიტი
1987 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა გარლენდში, ტეხასის შტატში. მამა მუშაობდა ტექნიკოსად, დედა კი ლაპარაკის პათალოგიებს მკურნალობდა. ჯენიფერი ხარკერ–ხაითსში იზრდებოდა. მშობლების განქორწინების შემდეგ, ის ძმასთან ტოდ ხიუიტთან ერთად დედასთან დარჩა. პირველი სახელი ჯენიფერს დაარქვა ძმამ გოგონას საპატივცემულოდ, რომელშიც შეყვარებული იყო, მეორე სახელი 'ლავი', მან დედისგან მიიღო, დედის კოლეჯის დაქალის საპატივცემულოდ.
.................................
ბავშვობაში ხიუიტი მუსიკაზე დადიოდა, რომელმაც ის გართობების ინდუსტრიაში მიიყვანა. სამი წლის ასაკში გამოფენაზე მან იმღერა სიმღერა The Greatest Love of All (უიტნი ხიუსტონის რეპერტუარიდან).შემდეგ წელს რესტორანში და შეთავსებით საცეკვაო დარბაზში ჯენიფერი ასრულებდა აუდიტორიის წინ ცნობილი კრის კრისტოფერსონის ქანტრი–ბალადის Help Me Make It Through the Night ვერსიას. ხუთი წლის ასაკში ხიუიტს რამოდენიმე ბალეტის და სტეპის კლასი ჰქონდა დამთავრებული. ცხრა წლისას ის 'ტეხასის შოუ–ჯგუფის' წევრი იყო.
ათი წლის ასაკში აგენტების რჩევით, რომლებიც ნიჭიერ ბავშვებს ეძებდნენ, ჯენიფერი დედასთან ერთად ლოს–ანჟელესში გადავიდა, კალიფორნიის შტატში, სამსახიობო და მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად. ლოს–ანჟელესში გადასვლისას მან მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტ სატელევიზიო სარეკლამო რგოლში.
სამსახიობო კარიერაში მისი პირველი წარმატება მოვიდა საბავშვო ტელეშოუში Kids Incorporated მოწვევასთან ერთად, რომელშიც ის მონაწილეობდა 1989–1991 წლამდე. 1992 წელს საცდელ გამოშვებაში სერიალის Running Wilde NBC–ზე, ჯენიფერი ასრულებდა ჟურნალისტის და თავგადასავლების მაძიებელის ქალიშვილის როლს, რომელსაც პირს ბროსნანი ასრულებდა.
რამოდენიმე ხანმოკლე ტელესერიალში მონაწილეობის შემდეგ ხიუიტმა მიიღო თავისი ვარსკვლავური სარა რივზის როლი პოპულარულ Fox–ის შოუში 'წვეულება ხუთისთვის'(1999), რომელშიც ის ერთერთი პროდიუსერიც იყო. მაგრამ ამ სერიალმაც იარსება მხოლოდ ნახევარი სეზონი.
|