♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » იტრიის სიონი
7:47 PM
იტრიის სიონი
გვერდისუბანი ერთ-ერთი უძველესი დასხლებაა სურამში, სოფლის ამაღლებულ ადგილას დგას მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი. იგი ნაგებია ნატეხი ქვით, 1999წელს აქვე დაარსდა მონასტერი 2003წელს მონასტრის გარშემო მოიჭრა მიწა, ეს ფაქფი გახდა საფუძველი ახალი აღმოჩენისა. დღევანდელი ტაძრის სამხრეთით გამოჩნდა მიწის სიღრმეში ჩაფლული ტაძარი, ხოლო აღმოსავლეთით სამრეკლოს საძირკველი.ამ ადგილს „ ავართასას" უწოდებენ. გადმოცემის თანახმად ელიოზ მცხეთელისა და ლონგინოზ კარსნელის მცეთისკენ მიმავალ გზაზე სწორედ აქ დაუსვენიათ და მაცხოვრის უკერველი კვართი, რომელსაც ისინი იერუსალიმიდან საქართველოში მოაბრძანებდნენ, აქ დაუბრძანებიათ, ამიტომ „კვართასა" ეწოდა ამ წმინდა ადგილს. იტრია სურამის დასავლეთით მდებარეობს, აქ მდებარეობს იტრიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომლის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იტორია.
იტრიის სიონის შესახებ , ცნობილი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს თავის თხზულებებში, რომ„ სურამის ზევით სამხრიდამ მოურთავს ამ წყალს (ე.ი მდ. სურამულა) ურთხვის ხევი. მის ზევით არის იტრიის მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი აწ სულის ამრად."ისტრიის ტაძრის xvI საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესია სამწავიანია,შუა ნავი შედარებით მაღალია. მონასტრის გარშემო შემოვლებულია ქვის გალავანი.ეკლესია არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით.

კვირაცხოვლობის ეკლესია მდებარეობს დასავლეთით და აღმოსავლეთით საქართველოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილს სადაც უწინ ტაძარი ყოფილა, კომუნისტების რესტორანი აუშენებიათ. უხუცესებს ახსოვთ, როცა ძველი კვირაცხოვლობის ეკლესია დაუნგრევიათ და აქ არსებული სასაფლაო ძირს გაუსწორებიათ. ისინი იხსენებდნენ თუ როგორ ეყარა მიცვალებულთა ძვლები საავტომობილო გზის პირას. მას შემდეგ ღვთის რისხვა არ ცხრებოდა: თითქმის ყოველდღე, აქ მოქეიფე, მთვრალი ადამიანების ჩხუბი და გინება სისხლისღვრაში გადაიზრდებოდა ხოლმე.
საბოლოოდ რესტორანი დაიწვა და ახალი ტაძარი აიგო, რომელიც სულიერ დარაჯად ადგას სურამს.

ქრისტეს ეკლესიაა ერის გამაძლიერებელი, ეს კარგად ესმოდათ ჩვენს წინაპრებს და ამიტომაც ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა მეტად ედიდებინად ღმერთი. ამ პროცესში საქართველოს თითქმის ყველა კუთხემ შეიტანა თავისი წვლილი და მათ შორის ჩვნი ქვეყნის ერთ-ერთმა ულამაზესმა დაბამ - სურამმა.
ასეთია სურამის დიდი ისტორიის ერთი უმნიშვნელოვანესი - ქრისტიანული მხარე. ვფიქრობ ეს არამარტო საამაყოა , არამედ საპასუხისმგებლო+ცაა, რადგან მსგავსი წარსული უფრო დიდ აწმყოსა და ნათელ მომავალს მოითხოვს.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1310 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:10 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 69
სტუმარი: 69
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024