მთავარი » 2010 » აპრილი » 6 » ინტერვიუ ბიონსესთან
9:23 PM ინტერვიუ ბიონსესთან |
საზოგადოებაში ყველაზე მეტად როდის ღიზიანდებით?
- მაშინ, როცა ეკლესიაში მოდიან და წირვის დროს სურათების გადაღებას მთხოვენ. ამის გამო ეკლესიაშიც კი აღარ დავიდვარ. ალბათ ღმერთი მაპატიებს, რომ კვირის წირვებს ვეღარ ვესწრები.
რა არის ყველაზე რთული იმაში, რომ ბიონსე ხართ?
-როცა პოპულარული ხარ, ყველაზე რთული ისაა, რომ თითოეულ შენს ნაბიჯს აფასებენ. არ შეიძლება 13 და 33 წლის ადამიანს ჩემზე ერთნაირი აზრი ჰქონდეს. რთულია ისმინო, გაუთავებელი შენიშვნები და კრიტიკა.
რა არის ყველაზე ცრუ სტერეოტიპი თქვენზე?
-სულაც არ ვარ ჭირვეული ქალი და სულაც არ ვითხოვ 24 საათიან ყურადღებას ჩემი პერსონის მიმართ. ძნელი დასაჯერებელია რომ, კამერების წინ პოზირებას და წვეულებებზე სიარულს სახლში ყოფნა მირჩევნია. მიყვარს ხატვა და ტელევიზორის ყურება. განსაკუთრებით მიყვარს ე.წ სულელური თოქ შოუები.
გიყვარს მეგობრებთან შეხვედრა?
- ადრე ვფიქრობდი, რომ თუ შოუბიზნესში ხარ რთულია შეინარჩუნო მეგობრები მაგრამ თუ ერთგული მეგობრების გარემოცვაში ხარ სულ სხვა ემოციაა. მათ ვისთანაც წლებია ვმეგობრობ, სრულიად თავისუფლად შეუძლიათ მითხრან, რომ ცუდად გამოვიყურები და ეს არ მეწყინება.
თქვენი ეკრანული პარტნიორები საინტერესო მამაკაცები იყვნენ - სტივ მარტინი, მაიკლ მაიერსი, ჯეიმს ფოქსი, ედი მერფი. რომელი კომიკოსი მამაკაცი უფრო მეტს გაცინებდათ გადასაღებ მოედანზე?
- ჯეიმს ფოქსთან და ედი მერფისთან მუშაობა უდიდესი სიამოვნებაა. მათ ხუმრობებს დასასრული არ აქვს მაგრამ, ყველაზე სასაცილო მამაკაცი მაინც მაიკლ მაიერსია. ეკრანზე კარგია სასაცილო მამაკაცები, ცხოვრებაში კი სერიოზული მამაკაცები ჯობია.
|
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ |
ნანახია: 1340 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|