♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 6 » Guns N' Roses
9:27 PM
Guns N' Roses




Guns N' Roses ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, ჩამოყალიბდა ლოს ანჟელესში, კალიფორნიის შტატში 1985 წელს. გაყიდული აქვთ რა 90 000 000 ზე მეტი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით, ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად.მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 000 000 იანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და დაიმკვიდრა I ადგილი ამერიკაში გამოსვლის დღიდანვე.ალბომის პირველი სიმღერა Welcome to the jungle გამოყენებულია Clint Eastwood-ის 1988 წლის ფილმის "The dead pools" საუნდრტეკად. ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ, ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80 - იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა.მაშინ როცა გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში ,Guns n' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო sleeze rock ის პოპულარიზაციას და უამრავი ფანი მიიზიდა.ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 87 - 93 წლებში,მაგრამ წევრებს შორის არსებულმა პიროვნულმა უსიამოვნებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა.დღეს ერთადერთი წევრი I შემადგენლობიდან ექსელ როუზია, რომელიც უკვე 22 წელია რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.

Guns n' Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში ვოკალისტის აქსელ როუზის და გიტარისტის თრესი განზის მიერ, რომელიც Hollywood Rose ის და L.A Guns ის არაოფიციალური მენეჯერი იყო.აქსელი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო თრესი განზი მხოლოდ მეორე ჯგუფის წევრი.ჯგუფის პირველი შემადგენლობა ამ ორი ჯგუფის სხვა წევრებსაც მოიცავდა: Hollywood Rose დან ექსელის დიდი ხნის მეგობარს იზი სტრედლინს, ხოლო L.A Guns დან ბასისტ Ole Beich ს და დრამერ Rob Gardners ს. ჯგუფის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა ჰარდ როკს, ბლუზს, პანკს... და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ ჰევი მეტალში. როდესაც ჯგუფის წევრებმა თრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსელმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და დრამერი სტივენ ადლერი. 1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო : ექსელ როუზი (ვოკალი) , სლეში (სოლო გიტარა) , იზი სტრედლინი (რითმ გიტარა) , დაფ მაკკაგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი) .ლოს ანჟელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს Welcome to The Jungle. ეს სიმღერა ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა.

Guns n' Roses-ის Troubadour ში გამართული შოუს ხილვის შემდეგ , Tom Zutaut მა , Geffen Records ის წარმომადგენელმა განაცხადა რომ მას ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება სურდა.ექსელ როუზმა მოითხოვა და მიიღო 75 000 დოლარი კონტრაქტის გაფორმებამდე.ჯგუფის მენეჯერი გახდა ალან ნივენი და ჯგუფმა გადაწყვიტა პირველი სადებიუტო ალბომის გამოშვება.


Guns n' Roses ხშირად ხსნიდა დიდ კონცერტებს, თუმცა მას შემდეგ რაც მათი წარმატება უფრო და უფრო გაიზარდა დაიწყო Appetite for Destruction ის ტურნე.ჯგუფი მოგზაურობდა აშშ ში. 1988 წლის გაზაფხულზე მიწვეულნი იყვნენ როკ ფესტივალზე "Monsters of Rock", ინგლისში , კერძოდ castle donnington ში.ამ ფესტივალზე გამოდიოდნენ ისეთი ჯგუფები როგორებიცაა Kiss და Iron Maiden. Guns n' Roses ის გამოსვლის დროს 100 000 ადამიანმა ხტომა და სცენისკენ წინ წასვლა დაიწყო.მიუხედავად ექსელის მოთხოვნისა, რომ უკან დაწეულიყვნენ, ხალხი მაინც წინ მიიწევდა, რასაც შედეგადად ორი ფანი ემსხვერპლა.ფანების დაშავების შესახებ ჯგუფმა არაფერი იცოდა, ამიტომაც კონცერტი არ შეუწყვიტავთ.ამის გამო, მედიამ ისინი საჯაროდ დაადანაშაულა.ისეთმა ინციდენტებმა, როგორიც Appetite for Destruction ის ტურნეს დროს მოხდა, ჯგუფს შესძინა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ჯგუფის სახელი.ჯგუფის წევრების საქციელი ხშირად ხდებოდა მედიის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი.მაკკაგანი, სლეში, სტრედლინი და ადლერი ხშირად იყვნენ შემჩნეულნი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ როგორც სცენაზე, ისე სცენის მიღმა.ინგლისში 1987 წლის ტურნეს დროს მედია საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჯგუფისადმი და Slash ს იხსენიებდნენ როგორც "Slosh", "Slug" and "Slush". ამ ტურის დროს Guns n' Roses მა ჩაწერა ექვსიდან 5 სიმღერა, რომელიც შეტანილ იქნა მათ ლაივ ალბომში უბრალო სახელწოდებით EP (Live from the Jungle) . აქ არ იქნა შეტანილი სიმღერა "Welcome to the Jungle".ეს ალბომი 1987 წელს გამოვიდა, თუმცა დიდი ყურადღება არ მუქცევია.ერთი მხრივ იმიტომ, რომ მხოლოდ იაპონიაში იქნა გამოშვებული და მეორე მხრივ იმიტომ რომ ალბომი Appetite for Destruction ამავე პერიოდში გამოუშვეს.

1999 წელს გიტარისტმა რობინ ფინკმა დატოვა ჯგუფი, იმისათვის რომ თავის წინა ჯგუფს Nine Inch Nails გაჰყოლოდა ტურნეზე.2000 წელს მისი ადგილი დაიკავა გიტარისტმა Buckethead მა.დრამერი ჯოშ ფრიზი შეცვალა ბრაიან მანტიამ. Robin Finck 2000 წელსვე უკან დაბრუნდა.Guns n' Roses ის ხელახალი დებიუტი სცენაზე შედგა 2001 წლის იანვარში ორი კონცერტით.ერთი გაიმართა ლას ვეგასში , ხოლო მეორე რიო დეჟანეიროში როკ ინ რიოს ფესტივალზე.მათ შეასრულეს როგორც ძველი ისე ზოგიერთი ახალი სიმღერაც.როკ ინ რიოში გამოსვლის დროს ექსელ როუზმა ასეთი რამ განაცხადა:ვიცი რომ იმედგაცრუებულები ხართ, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვის სანახავადაც მოხვედით და ვინც გიყვართ, დღეს აქ არ არის ჩვენთან ერთად.მიუხედავად იმისა, თუ რა გესმით და რას კითხულობთ ეს ადამინები (გულისხმობს ჯგუფის ახალი შემადგენლობის წევრებს) მთელი ძალისხმევით მუშაობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.მეც ისეთივე გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ, როგორც თქვენ.ჩვენ ვერ შევძელით, ოაზისის მსგავსად ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა." ჯგუფმა ახალი შემადგენლობით 2001 წლის ბოლოს კიდევ ორი კონცერტი გამართა ლას ვეგასში.2002 წელს პოლ ტობიასმა ჯგუფი დატოვა.იგი შეცვალა რიჩარდ ფორტუსმა. 2002 წლის აგვისტოში რამდენიმე კონცერტი გამართეს. სექტემბერში ყველასთვის სასიხარულოდ გამოჩნდნენ MTV Video Music Awards ზე. 2002 წელს დაიწყო ახალი ალბომის მხარდასაჭერი ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში.კონცერტი, რომლითაც ტურნე იხსნებოდა Vancouver ში გაუქმებულ იქნა , რადგან ექსელმა სცენაზე გამოსვლა დააგვიანა და ხალხმა არეულობა მოაწყო. ზოგიერთ კონცერტის ბილეთები მალე არ იყიდებოდა, თუმცა ისეთ დიდი ქალაქებში, როგორიცაა ნიუ იორკი ბილეთები წამიერად გაიყიდა. ფილადელფიაში ფანების მიერ მოწყობილი მეორე არეულობის გამო , ტურნეს პრომოუტერმა Clear Channel მა ტურნეს დარჩენილი ნაწილი გააუქმა. 2004 წლის მარტში Buckethead მა ჯგუფი დატოვა, შედეგად მაისში Rock in Rio IV ის ფესტივალზე დაგეგმილი გამოსვლა ვეღარ მოხერხდა. 2004 წლის მარტში ჯეფენმა გამოუშვა Guns n' Roses ის საუკეთესო სიმღერების კრებული Greatest Hits. როუზმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ამ ალბომში შესული სიმღერების სია არ იყო შეთანხმებული მასთან. იგი შეეცადა ამ ალბომის რეალიზება დაებლოკა და ჯეფენ რეკორდს უჩივლა. 2006 წლის თებერვალში ახალი სიმღერების: "Better", "Catcher In The Rye", "I.R.S.", და "There Was a Time" დემოები გამოჩნდა ინტერნეტში ფანების საიტების მეშვეობით. ჯგუფის მენეჯმენტის მოთხოვნა იყო, რომ ყოველგვარი დემოები და სიმღერის ტექსტები წაეშალათ ვებსაიტებიდან.ამის მიუხედავად, რადიოებმა დაიწყეს "I.R.S." ს გაშვება და სიმღერამ დაიკავა #49 ადგილი Radio & Records ჩარტში თებერვლის ბოლო კვირას.ასეთი შედეგი მოჰყვა ინტერნეტში სიმღერის თავდაპირველ გამოჩენას. 2006 წლის 5 მაისს ექსელმა Eddie Trunk ის რადიო შოუში Friday Night Rocks (Sebastian Bach თან ინტერვიუს დროს) განაცხადა რომ ალბომი წლის ბოლომდე გამოვიდოდა. თვის ბოლოს guns n ' roses კვლავ დაუბრუნდა სცენას.გაიმართა ევროპის ტურნე. გამოვიდნენ Download Festival ზე და Rock In Rio ს ფესტივალზე, რომელიც გაიმართა Lisbon ში. შემდეგი კონცერტი გამართეს New York ში, კერძოდ Hammerstein Ballroom ში.ეს კონცერტები იმითაც გამოირჩეოდა , რომ აქ პირველად იღებდა მონაწილეობას ჯგუფის ახალი წევრი, ვირტუოზი გიტარისტი Ron "Bumblefoot" Thal , რომელმაც შეცვალა Buckethead.ამ ტურნეს კონცერტებზე ხშირად გამოდიოდნენ ჯგუფის ყოფილი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან Izzy Stradlin და Skid Row ს ყოფილი ვოკალისტი სებასტიან ბახი. 2006 წლის ჩრდილოეთ ამერიკის ტურნემდე, სექტემბერში 5 წარმატებული კონცერტი გაიმართა .აქედან ორი ლას ვეგასში, კონკრეტულად Hard Rock Hotel and Casino ში, ორი სან ფრანცისკოში, Warfield Theatre ში , ერთი Devore for KROQ's Inland Invasion 2006 ში. ტურნე ოფიციალურად გაიხსნა 2006 წლის 24 ოქტომბერს. 2006 წლის ოქტომბერში ჟურნალმა Rolling Stone გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ჯგუფის ახალი ალბომიზე იმუშავებდა Andy Wallace. 2006 წლის დეკემბერში ექსელმა ფანებს განუცხადა , რომ ჯგუფის მენეჯერი Merck Mercuriadis აღარ იყო.ტურნეს ბოლო ოთხი კონცერტი გაუქმდა , რადგან ჯგუფს ახალი ალბომისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. ექსელმა განაცხადა, რომ Chinese Democracy 2007 წლის 6 მარტს გამოვიდოდა. 2007 წლის 8 თებერვალს, კალიფორნიის შტატში ჯგუფს ჰქონდა ორი გამოსვლა Rodeo Drive's Walk of Style ცერემონიაზე. ორი დღის შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ 2007 წლის Chinese Democracy ის ტურნე აპრილში დაიწყებოდა.პირველი წარმოდგენები გაიმართებოდა იაპონიაში, ტაილანდში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში. ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იქნებოდა:Axl Rose, Robin Finck, Ron Thal, Richard Fortus , Tommy Stinson , Dizzy Reed, Chris Pitman და Frank Ferrer .რადგან ბრაინ მანტია არ იყო ნახსენები, ფანები ფიქრობენ რომ მან ჯგუფი დატოვა. 2007 წლის 23 თებერვალს დელ ჯეიმსმა განაცხადა რომ ალბომის ჩაწერა დამთავრებული იყო და მასზე ბოლო მუშაობა მიმდინარეობდა.ასე რომ 6 მარტს ალბომი არ გამოვიდა. 2007 წლის 2 ააპრილს Bumblefoot მა განაცხადა რომ ალბომისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა თავადაც არ იცოდა მასში საბოლოოდ რომელი სიმღერები შევიდოდა "მინდა მე თვითონაც გავვოცდე". Chinese Democracy დაახლოებით 10 წელია უკვე რაც იწერება და მასზე დაიხარჯა 13 000 000 დოლარი.იგი ითვლება ყველაზე ძვირადღირებულ ალბომად, რომელიც უკვე ჩაწერილია თუმცა ჯერ არ გამოსულა.

კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1092 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-25, 7:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024