გული მომიკალ. დამისერე ღრმა ჭრილობებით,
ისე დასერე, არასოდეს განიკურნება,
მე შენს სიყვარულს მივუძღვენი მრავალი ცრემლი
და ეს ცრემლები არასოდეს დამავიწყდება!
სუყველაფერი რომ დავივიწყო,
შენს დავიწყებას ვერ შეძლებს გული,
ოჰ, რა ძლიერად შემყვარებიხარ,
ოჰ, რა ყოფილა ეს სიყვარული!
განა სახეზე ღიმილი რომ კრთის, გული იცინის?
განა ვერა ვგრძნობ ჩემი ბედის უკუღმართობას?
დიდი ხანია მივეჩვიე მდუმარებას და
სახეც ამიტომ მივაჩვიე ძალით გართობას.
ეჭვებმა შემიპყრო, ამიკლო ფიქრებმა,
რა ძნელი ყოფილა სიშორე!
ასე თუ მიყვარდი მართლაც არ მეგონა,
ცრემლებსაც კი ვეღარ ვიშორებ!
წუთი არ არის შენზედ არ ვფიქრობდე,
მეტს ვეღარ იტევს გული,
ნუთუ მეღირსება შენთან ახლოს ყოფნა
და შენი სიყვარული?!
ჩემო სანატრელო, გრძნობათა ამრევო,
ჩემო სიყვარულის ერთადერთო შვებავ!
ნუთუ არ მომისმენ,ნუთუ არ გამიგებ,
შენი სიყვარული როგორ მენატრება...
|